სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ევროპელი ავტორების დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
03-04-2024
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი სახის ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ევროპელი ავტორების დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.

პედაგოგებმა: ელისო მაწკეპლაძემ და ასმათი დათიაშვილმა, თავიანთ მოსწავლეებთან ერთად, სკოლის ბაზაზე განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა.

მათ გამართეს პრეზენტაცია თემაზე - „ევროპელი მწერლები და მათი შემოქმედების გავლენა კულტურის განვითარებაზე“ და დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინეს. მოსწავლეებმა ასევე საყვარელი ავტორების შესახებ ისაუბრეს და მათი ნაწარმოებები განიხილეს.

ბავშვებმა ანა ფრანკის დღიურის ეპიზოდები ქართულ და ინგლისურ ენებზე წაიკითხეს, შემდგომ კი იმსჯელეს.

აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, ასევე შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების წაკითხვა ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიგეგმა.

25 მარტს ევროპელი ავტორების დღე აღინიშნება. ამ დღის აღსანიშნავად, ევროპის მასშტაბით იგეგმება სხვადასხვა ღონისძიება, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა წიგნის განხილვას, ლიტერატურულ საღამოებს, ავტორების ვიზიტებს სკოლებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება