| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივ დისციპლინებს, არამედ ტოლერანტობას, კაცთმოყვარეობას, ადამიანის უფლებების დაცვას ასწავლიან და ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიან.
ამჟამად, ბუგეულის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სასკოლო პროექტი თემაზე - „კონფლიქტების მართვა“.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრაზე (თავჯდომარე ნანა ბაქრაძე) განიხილეს თემა - „მოძალადე, მსხვერპლი“. კათედრაზევა დამუშავდა შესაბამისი ლიტერატურა.
მოსწავლეებმა თემაზე მოისმინეს მინი ლექცია. ასევე, გაიმართა დისკუსია. მოწაფეებმა მოიყვანეს კონკრეტული მაგალითები და გამოიტანეს დასკვნა - ნებისმიერი ფორმის ძალადობა დაუშვებელი და მიუღებელია და ასევე მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ზოგჯერ ისიც ხდება, რომ კონკრეტულ სიტუაციებში მოძალადე თვითონ აღმოჩნდება მსხვერპლის როლში.
ლექცია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა