| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევა.
ახლახან, სკოლის მე-7ბ კლასის მოსწავლეები, ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებელი თამილა თუთბერიძე (კლასის დამრიგებელი სლომე ქობალია,ხელოვნების მასწვლებელი თეა კაკაბაძე) ვანში, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ისტორიულ არქეოლოგიურ მუზეუმს ეწვივნენ. სტუმრობის მიზანი იყო ისტორიის გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და მასალის განმტკიცება.
„სახელწოდება „ვანი“ აკადემიკოს ო.ლორთქიფანიძის განმარტებით ძველქართულად ნიშნავდა „სახლს“, „სადგურს“, „დაბას“, „საცხოვრებელს“. ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავების ხანას მიაღწია ძვ.წ.აღ -ის მე- III-I საუკუნეებში. ვანის ნაქალაქარზე შემორჩენილია ტაძარ-სამლოცველოს ნაშთები, კლდეში ნაკვეთი საკურთხევლები, მდიდრული სამარხები, დიდი რაოდენობით სამკაული- ოქროს ყელსაბამები, სამაჯურები, დიადემები, ოქროს მონეტები და ა.შ. სწორედ ვანში აღმოჩენილ ამ უნიკალურ არტეფაქტებს გავეცანით და ჩვენი თვალით ვიხილეთ კოლხეთის სამეფოს დიდებულება და ბრწყინვალება. თითქოს დროში ვიმოგზაურეთ. ეს სანახაობა ბავშვებისთვის შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა და ერთი ლამაზი დღე შეემატა ჩვენს ისტორიას“,- გვიყვება მოსწავლეთა პედაგოგი და მე-7ბ კლასის კლასის დამრიგებელს - სალომე ქობალიასა და მოსწავლეთა მშობლებს თანადგომისთვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა