სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
27-03-2024
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, რეგიონების სპეციალური მასწავლებლების ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახორციელებს პროექტს „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“.

„პროექტი საშუალებას აძლევს რეგიონის სპეციალურ მასწავლებლებს გაიზიარონ თბილისის წარმატებული სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკა, ნახონ თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას სკოლაში, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში/სკოლაში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები. ტური ხორციელდება 2016 წლიდან და მონაწილეებს სამუშაოს დაგეგმვასა და საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში ეხმარება.

2024 წლის 17 მარტიდან - 22 მარტის ჩათვლით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა 30 სპეციალურ მასწავლებელს რეგიონებიდან.

რეგიონულ ტურში მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა მთელი კვირის მანძილზე გაეზიარებინათ თბილისის სკოლების წარმატებული პრაქტიკა, სადაც ადგილზე სუპერვიზიას უწევდნენ ცენტრის მიერ კონკურსის წესით შერჩეული სუპერვიზორები, ასევე გაეცნენ სპეციალური მასწავლებლები სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციასა და რესურს სკოლის მუშაობას, კერძოდ:

  • ვიზიტი და ვორქშოპი ორგანიზაციაში -,,MAC georgia”(მაკ ჯორჯია);
  • ვიზიტი სსიპ - ქალაქ თბილისის 202 საჯარო სკოლაში;
  • მაკ ჯორჯიაში მონაწილეებს ჩაუტარდათ მასტერკლასი შემდეგ საკითხებზე:
  1. ჯდომის სწორი პოზის მხარდაჭერის მნიშვნელობა სსსმ მოსწავლეებისთვის;
  2. ჯდომის სწორი პოზის გავლენა წერაზე და სამაგიდო აქტივობებში ჩართულობა;
  3. სენსორული ინტეგრაციის ელემენტების გამოყენება სასკოლო აქტივობებში ჩართულობა ;
  4. MAC Georgia- ს სერვისების მრავალფეროვნება;

სსიპ - ქალაქ თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში მონაწილეები გაეცნენ უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს, ასევე დამხმარე საშუალებებსა და ტექნიკურ აღჭურვილობებს.

რეგიონული სასწავლო ტურის სპეციალური მასწავლებლებისათვის ჩატარდა ვორქშოფი თემაზე: სმენადაქვეითებულ მოსწავლეთა მხარდაჭერა და სწავლა-სწავლების საკითხები, რომელსაც ხელმძღვანელობდა დარგის სპეციალისტი -მაია წულაძე.

ტურში მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს ფასილიტაციას უწევდნენ პროგრამის ,,ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა“ თანამშრომლები.
რეგიონულ სასწავლო ტურში მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

რეგიონული სასწავლო ტურის მხარდაჭერისთვის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის ორგანიზაციებს: ,,MAC Georgia”-ს, სსიპ ქალაქ თბილისის 202-ე საჯარო სკოლას, ასევე მოწვეულ სპიკერებს: მაია წულაძეს, სოფიო ნადირაძესა და ანა გურგენიძეს“, - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება