სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სამინისტროდან დაგვირეკეს, რომ სკოლაში შესაძლოა ასაფეთქებელი ყოფილიყო“ - დირექტორი etaloni.ge-ს დეტალებს უამბობს
26-03-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი - შევიდა შეტყობინება, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასაფეთქებელ მოწყობილობის არსებობას უკავშირდებოდა. სკოლაში ამჟამად  სამართალდამცავები მუშაობენ.

დეტალების დასაზუსტებლად etaloni.ge სკოლის დირექტორს, ტარიელ ქათამაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ სამინისტროდან დაახლოებით 15:00 საათზე დაურეკეს და გააფრთხილეს, რომ სკოლაში შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა ყოფილიყო.

მისივე თქმით, მსგავსი შეტყობინება სხვა სკოლებთან დაკავშირებითაც შევიდა. 

„ამ დროს პირველი ცვლის გაკვეთილები უკვე დასრულებული იყო და მეორე ცვლა იწყებდა სწავლას... ბუნებრივია, სასწავლო პროცესი შეწყდა. ამჟამად სამართალდამცავები არიან ჩვენს სკოლაში და როგორც ჩემთვის ცნობილია, მსგავსი შეტყობინება ქობულეთის რამდენიმე სკოლასთან დაკავშირებით შევიდა.

შესაბამისი სამსახურები იკვლევენ ვითარებას... ასაფეთქებლის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა. მშვიდობით ვართ“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა.

ამავდროულად, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებები ქობულეთის N1, N2, N3, N4, N6 საჯარო სკოლაშიც შევიდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება