| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„პოეზია - უპირველეს ყოვლისა!“ - გალაკტიონ ტაბიძის ამ სიტყვების ირგვლივ გაერთიანდნენ აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პოეზიის საღამოთი აღნიშნეს პოეზიის მსოფლიო დღე.
უფროსკლასელებმა წაიკითხეს ლექსები ქართული და მსოფლიო ლიტერატურიდან. აგრეთვე, ლექსები, რომელიც თავად შექმნეს და შეასრულეს მუსიკალური ნომერი.
საღამომ და დეკორაციამ აღაფრთოვანა მაყურებელი, ღონისძიება ოვაციების ფონზე დასრულდა.
„პოეზია ეს არის აზრისა და სიტყვის ხატოვნად გამოთქმის ხელოვნება, ეს არის მხატვრული მეტყველება და რიტმული შემოქმედება, რომელიც ზეგავლენას ახდენს გრძნობებსა და წარმოსახვაზე, შეუძლია განკურნოს ადამიანი“,- გვეუბნება ღონისძიების ხელმძღვანელი მარიამ ადონია და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
პოეზიის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 21 მარტს აღინიშნება. ეს დღე 1999 წელს დააარსა იუნესკოს 30-ე კონგრესმა. პოეზიის საერთაშორისო დღე პირველად იზეიმეს პარიზში 2000 წელს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ