სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
26-03-2024
-
+


„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ - ამ გზავნილით, აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა. 

აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით, ჩაატარეს აქტივობა, რომლის ფარგლებშიც დაამზადეს პლაკატები და ბროშურები.

მასწავლებლებმა უმცროსკლასელებს სქემატურად უჩვენეს თუ სად, მერამდენე ქრომოსომაში ხდება ტრისომია ანუ გასამება, რაც იწვევს 46+1 ქრომოსომას.

ღონისძიება გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, უმცროსკლასელებმა დაუნის სინდრომის შესახებ მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. 

მოსწავლე-მასწავლებლებმა დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები ერთობლივად დაამსხვრიეს. 

ღონისძიებას მასწავლებელი ლელა მარღია ხელმძღვანელობდა. 

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელიც პირველად 2006 წელს აღინიშნა, ხოლო 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. ეს დღე მიზნად ისახავს ინფორმაციის გავრცელებას დაუნის სინდრომის შესახებ, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და მათ აქტიურ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველყოფას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება