სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სანთლის შუქზე შექმენი ზღაპრული სამყარო“ - თბილისის N178 სკოლის მოსწავლეები „დედამიწის საათს“ შეუერთდნენ
25-03-2024
-
+


ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი აქტივობა - „სანთლის შუქზე შექმენი ზღაპრული სამყარო“, მოეწყო. 

საინტერესო აქტივობით, მე-6ბ კლასის მოსწავლეები „დედამიწის საათს“ გამოეხმაურნენ.

ბავშვებმა თავიანთი საყვარელი ნაწარმოებიდან წაიკითხეს ის ადგილები, რომლებიც მოსწონთ და ემოციას იწვევს მათში. ისინი გაეცნენ საერთაშორისო გარემოსდაცვით ინიციატივას, მის არსსა და დანიშნულებას. 

„მთელი საღამო გავატარეთ სანთლის შუქზე და მივხვდით, როგორი სიმშვიდე მოგვიტანა თითოეულს. მართლაც ლამაზ და ზღაპრულ სამყაროში ვიმოგზაურეთ“ - ასე აფასებენ სკოლაში აქტივობას, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მოსწავლეებში. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობას მასწავლებელი ნესტანი ღამბაშიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

4 500-მდე ვაკანსია სკოლებში სწავლის დაწყებიდან დღემდე - ყველაზე მოთხოვნადი საგნის მასწავლებლების TOP ხუთეული ცნობილია

2027 წლის კალენდარი - მნიშვნელოვანი თარიღები და უქმე დღეები

სკოლებში უფასო კვების კანონპროექტის განხილვა 7 თვით გადაიდო

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

პატარებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯი დიდი ენთუზიაზმით გადადგეს

ფესტივალის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი საზეიმო ნომრები წარუდგინეს

„მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ თანამედროვე საერთაშორისო პროცესები“

მე-6 კლასელებმა თემაზე პრეზენტაციები მოამზადეს და საკუთარი პოზიცია კლასის წინაშე გააჟღერეს

სკოლის მე-5ა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი კიდევ ერთ დაუვიწყარ თავგადასავლად იქცა

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება