სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 სკოლის მოსწავლეებმა წაკითხული წიგნების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
25-03-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნების კითხვის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ. სწორედ ამიტომ, სკოლის სხვადასხვა კლასში, სადამრიგებლო კუთხით აქტიურად ტარდება წაკითხული წიგნების ანალიზი.

ამჯერად, მე-7 კლასში მოსწავლეებმა წაკითხული წიგნების შესახებ, Powerpoint-ის გამოყენებით საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს.

მოსწავლეებმა მათ შესახებ საინტერესოდ იმსჯელეს, მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„წაკითხული წიგნის განხილვა - დროთა განმავლობაში უფრო დახვეწილი და ორგანიზებული ხდება, დღევანდელმა შეხვედრამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. თუნდაც ერთ ბავშვს თუ გაუღვივებ წიგნის მიმართ ინტერესს, ეს უკვე ბედნიერებაა“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

მოსწავლეებმა იმსჯელეს შემდეგი წიგნების შესახებ: მარკ ტვენი- „ჰელკბერ ფინი“, შარლოტა ბრონტე- „ჯეან ეარი“, ქეთრინ პატერსონი- „ხიდი ტერაბიტიაში“, ერიხ მარია რემარკი- „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, ჟიულ ვერნი- „საიდუმლო კუნძული“, ნათია ჯაგოდნიშვილი-„შეცდომა“, თინათინ ბერიძე - „მოპარული სიყვარული“.

„დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, რამდენი რამე ვისწავლე თქვენგან“, -ასე აფასებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების შრომას დამრიგებელი ირმა რიონიძე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება