სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაასრულე სტერეოტიპები“- თელავის N5 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, კვირეული გაიმართა
25-03-2024
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლაში ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ.

ამჯერად, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების ინიციატივით, პროექტის კვირეული - „დაასრულე სტერეოტიპები“ განხორციელდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საერთაშორისო LOTSOFSOCKS პროექტის ფარგლებში გაკვეთილები, პრეზენტაციები, ფილმის ჩვენება-განხილვა გაიმართა/ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები 2006 წლის 13 დეკემბერს გაეროს შემუშავებულ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციას“ გაეცნენ. გარდა ამისა, სტერეოტიპების შესახებ იმსჯელეს.

გაიმართა დისკუსია, რომლის თემაც იყო საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა იმ სირთულეების შესახებ, რომლებსაც დაუნის სინდრომის მქონე პირები, მცდარი წარმოდგენებისა და დისკრიმინაციის შედეგად, აწყდებიან.

გარდა ამისა, გამოცხადდა პოსტერებისა და სლოგანების კონკურსი, მოაწყვეს ნახატების გამოფენა. პროექტის ფარგლებში, სპეცმასწავლებელი ეკატერინე აივაზიშვილი მიიწვიეს. პროექტში მე-3, მე7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მისი ფასილიტატორი მოსწავლეთა თვითმმართველობის და კლუბის მეურვე პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი იყო.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება