| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მასშტაბურ კამპანიას სკოლის I-IV კლასის მოსწავლეები (დამრიგებლები: ბელა ჟორჟოლიანი, ირმა კუპრაშილი, ნანა ჟორჟოლიანი, ლამარა კვერნაძე) და სამოქალაქო კლუბის წევრები აქტიურად შეუერთდნენ და მოაწყვეს ერთობლივი ღონისძიება.
მოეწყო შემეცნებითი საუბრები. პედაგოგი მოსწავლეებს დაუნის სინდრომის შესახებ ესაუბრა და მათთან ერთად სინდრომის შესახებ არსებული მითები დაამსხვირეს.
„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, - ამ ლოზუნგის გარსემო გაერთიანებულმა მოსწავლეებმა კი, დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება, რომ მეტად ტოლერანტული გარემო შეიქმნას.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
დაფინანსებისთვის სტუდენტს მაღალი აკადემიური მოსწრება არ დასჭირდება
ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას