სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებული ღონისძიება ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში
22-03-2024
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მოტივით - „ჩვენ დავამთავრებთ ომს და მშვიდობიანად ბოლოს მოვუღებთ ოკუპაციას!“, პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებული აქტივობები მოაწყვეს.

სკოლის მოსწავლეებისთვის ცნობილი გახდა, რომ მათი სკოლა დაამთავრა ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენოსანმა, ავთანდილ ვაჩიბერიძემ, ისინი სიამაყით აივსნენ და მის ისტორიას დიდი ინტერესით გაეცნენ.

ავთანდილ ვაჩიბერიძე 1993 წელს, 20 წლის ასაკში აფხაზეთის ომში დაიღუპა - მისმა პატრიოტულმა სულისკვეთებამ კი, მოსწვალეებს სამშობლოს სიყვარული და მისი დაცვა შთააგონა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ასევ მოიძიეს ინფორმაცია თემში მცხოვრები გმირების შესახებ, მათ შორისაა შინდისელი გმირი ფელიქს კაკაურიძე, რომლის შვილებმა ამავე სკოლა დაამთავრეს. 

ღონისძიების ფარგლებში, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ქუთაისის დიდების მუზეუმის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს კუთხეები მოინახულეს, მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმში ნანახმა და მოსმენილმა ისტორიებმა, მათ აღნიშნეს, რომ იმ თაობას წამოადგენენ, რომლებმაც უნდა დაამთავრონ ომი და მშვიდობიანად, ბოლო მოუღონ ოკუპაციას.

„ყოველთვის გვეგონა, რომ გმირები ძველ დროში იბადებოდნენ. დღეს უამრავ თანამედროვე გმირებს გავეცანით. ნამდვილად ამაყები წამოვედით. ჩვენ ვახტანგ გორგასლის ქვეყანა ვართ, ჩვენ დავით აღმაშენებლის ქვეყანა ვართ, ჩვენ თამარ მეფის ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ მეფე ერეკლეს ქვეყანა და სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას. ჩვენ ის თაობა ვართ რომლებმაც უნდა დავამთავროთ ომი და მშვიდობიანად ბოლო მოვუღოთ ოკუპაციას“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება