სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„უპირველესად, მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს მოსწავლეთა როგორც შინაგან, ასევე გარეგან მოტივაციაზე“- გულნაზი ჭელიძე, ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი
20-03-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლას დირექტორი გულნაზი ჭელიძე ღირსეულად უძღვება. 

მას მასწავლებლობის 35-წლიანი გამოცდილება აქვს, ამ დროს განმავლობაში კი, ხელმძღვანელსა და მის მოსწავლეებს არაერთი მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიუღწევიათ. დირექტორის მთავარი საზრუნავი განათლებული, ღირსეული, პატრიოტი მომავალი თაობის აღზრდაა. მან სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა. 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ა) ჩემი ხედვითა და გამოცდილებით, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს მოსწავლეთა როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე.

ბ) მასწავლებელს აუცილებლად უნდა უყვარდეს თავისი საგანი და ცოდნასთან ერთად, ემოციებსაც უნდა გადასცემდეს მოწაფეს, იყოს პროფესიონალი და ამავე დროს, მეგობრული, ზომიერად მკაცრი და მომთხოვნი, რადგან ასეთი მასწავლებლის მიმართ მოსწავლეები უფრო დადებითად განეწყობიან.

გ) უმნიშვნელოვანესია, ბავშვები უყვარდეს და ჰქონდეს მოთმინების უნარი, საქმეს აკეთებდეს მონდომებით და არა ვალდებულების გამო. პიროვნული უნარები, როგორიცაა თბილი დამოკიდებულება, ყურადღებიანობა და მზრუნველობა, ნამდვილად დაეხმარება მას კარგ მასწავლებლად ჩამოყალიბებაში.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- საკლასო ოთახში დისციპლინის შენარჩუნება, ანუ წესრიგისა და წესების დაცვა, მნიშვნელოვანი საკითხია. მასწავლებელს მოსწავლის ქცევის მართვის უნარის გარეშე სწავლება გაუჭირდება. თუ აუდიტორიას ვერ ფლობს საგაკვეთილო პროცესში, მაშინ მასწავლებლის საგნობრივი ცოდნა არაფრის მთქმელია.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „ვიცი შენ ეს გამოგივა!’’ან „შენ ამას შეძლებ!’’

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- იმავე გზას გავივლიდი და გავხდებოდი ფიზიკის მასწავლებელი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

მათ ბევრი წერილი აქვთ გამოგზავნილი და ერთ-ერთს მოვიშველიებ:

როგორი მასწავლებელი იყო გულნაზი ჭელიძე?
„მხოლოდ ერთი სიტყვით დახასიათება რთულია, ეს ის შემთხვევაა როცა სიტყვები ვერ მყოფნის. გულნაზი მასწავლებელი, ჩემი ფიზიკის მასწავლებელი, უფრო ადრე კი მათემატიკის და არამარტო ამ ორი საგნის, არამედ ძალიან ბევრი კარგი თვისების და უნარის მასწავლებელი იყო. გულნაზი მაწავლებელია ის ადამიანი, რომელიც ახერხებდა და ყოველ ნათქვამ სიტყვას და ახსნილ გაკვეთილს ისე მიბეჭდავდა მეხსიერებაში, რომ დღესაც, 37 წლის ასაკში, ანუ სკოლის დამთავრებიდან 20 წლის შემდეგ, შემიძლია თვალდახუჭულმა ჩამოვარაკრაკო ბევრი წესი ფიზიკიდან, ისე თითქოს 20 წლის წინ კი არა, აი, ახლახანს ვისწავლე. ალბათ იმიტომ, რომ ეს არ ხდებოდა ძალდატანებით, პირიქით, როცა მასწავლებელიც გიყვარს ის საგანსაც გაყვარებს, მერე ყოველი მისი ახსნილი გაკვეთილი ჩვეულებრივ საინტერესო მოგზაურობასავითაა. მკაცრი იყო, მაგრამ სამართლიანი“,- ხათუნა რატიანი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- პედაგოგიური მოღვაწეობის 35-წლიანი ისტორია ბევრ წარმატებას ითვლის: სკოლის კურსდამთავრებულების წარმატებები - როცა მოგვდის მადლობის სიგელები საქართველოს უნივერსიტეტებიდან; როცა ისინი მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში; როცა მწერენ, რომ წარჩინებით დაამთავრეს სასწავლებელი; როცა საქართველოსა და ევროპის ჩემპიონები ხდებიან და ა.შ.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- პოეზია პატრიოტული მოტივებით. ბავშვობიდანვე მუხრან მაჭავარიანის პოეზია გახდა ჩემთვის უსაყვარლესი.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება