| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა, შედეგების გამოქვეყნება კი 1-ლი აგვისტოდან დაიწყება.
შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად აბიტურიენტებისთვის აქტუალურია სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდის შესახებ ინფორმაციაც. როგორც ცნობილია, თითოეულ გამოცდაში აბიტურიენტი იღებს ქულას, რომელსაც ნედლი ქულა ეწოდება. თუ გამოცდის დროს ტესტის რამდენიმე ვარიანტი იყო გამოყენებული, მაშინ ხდება ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ყოველი აბიტურიენტი იღებს გათანაბრებულ ქულას. ამის შემდეგ ყველა ქულის ერთ სტანდარტულ სკალაზე გადასატანად, ხდება ქულების სკალირება (ე.წ. Z - ქულების გამოყენებით) და ყოველ აბიტურიენტს ენიჭება თავისი სკალირებული ქულა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების გამოთვლა ორი საფეხურისგან შედგება:
პირველი საფეხური - ერთი საგამოცდო საგნის ტესტის სხვადასხვა ვარიანტში აბიტურიენტების მიერ მიღებულ ნედლ ქულებს შორის შესაბამისობის დადგენა (გაიგივება) და გაიგივებული ქულების გათანაბრება; ეს საფეხური მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც ერთსა და იმავე საგანში ტესტის რამდენიმე ვარიანტი არსებობს.
მეორე საფეხური – თითოეულ საგამოცდო საგანში გათანაბრებული ქულების სტანდარტიზება და ერთიან სკალაზე განთავსება.
Etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით გთავაზობთ დეტალურად 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდს და ამ საკითხის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებს და პასუხებს.
ასევე იხილეთ: გრანტის მოპოვების წესი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წელს ტესტირებაზე 12 600-მდე მსურველი დარეგისტრირდა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა