სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ბავშვებს „ეტალონი“ ძალიან უყვართ“ - კასპში 2018-2019 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
21-11-2018
-
+


კასპის მუნიციპალიტეტში 20  ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ეტაპი უკვე მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი თეა ხორბალაძე:

პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. პროცესში მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ჩართულია.  ვემზადებით მეორე ეტაპისთვის. „ეტალონი“ ჩვენთან პირველად არ ტარდება და ის ჩვენ ინტერესებში შედის, როგორც საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ახალგაზრდების სამომავლო წარმატებისთვის მნიშვნელოვანი წინა ეტაპია.

იგოეთის საჯარო სკოლა, დირექტორი ირმა უზნაძე:

მოსწავლეებს ტესტირებასთან დაკავშირებით კარგი განწყობა ჰქონდათ. მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  „ეტალონი“ ბავშვებისთვის ერთ-ერთი სტიმულია, რომ მათ კიდევ უფრო კარგად ისწავლონ. მოსწავლეები ხედავენ, რომ  საკუთარი ცოდნა უფასდებათ.

იგოეთის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ელიზა მერებაშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა.  მოსწავლეებმა მონაწილეობის სურვილი ხალისით გამოთქვეს. ტესტირებას 9 მოსწავლე დაესწრო. 4  ბავშვი მეორე ტურში გადავიდა და შესაბამისად, ღონისძიებისთვის ვემზადებით.  მოსწავლეები „ეტალონით“ საკუთარ ცოდნას სცდიან და დამატებითი ინფორმაციის მიღების მეტი სურვილი უჩნდებათ.

აღაიანის საჯარო სკოლა, დირექტორი ლალი გელხაური:

ტესტირების პროცესმა ინსტრუქციის მიხედვით, კარგად ჩაიარა. კმაყოფილები ვართ. მოსწავლეები მაქსიმალური რაოდენობით დაესწრნენ. მათ აღნიშნეს, რომ  კითხვები საინტერესო იყო. „ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია, რომელიც ბავშვებს ინტერესს უჩენს სხვადასხვა საგნობრივ პროექტში მეტად ჩაერთონ. ეს მათი შემდგომი წარმატებებისთვის ერთგვარი სამზადისია. მოსწავლეებს მეორე ტურში ინტერესით ვუგულშემატკივრებთ.

აღაიანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ქეთინო მიქაძე:

ტესტირების პროცესს 29  მოსწავლე დაესწრო. მათ შესანიშნავი  განწყობა ჰქონდათ. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  მოსწავლეებს „ეტალონი“ მოტივაციას და საკუთარი ცოდნის გამომჟღავნების საშუალებას აძლევს.

კასპის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ოლია მახარაძე:

მოსწავლეები  პროცესში მაღალი მოტივაციით ჩაერთნენ. სულ 42-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონით“ სწავლის მიმართ ბავშვების ინტერესი იზრდება. ამ პროექტით მოსწავლე უფრო ორგანიზებული ხდება.

კასპის N2 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მაია ჯაბაური:

ტესტირებამ კარგად  ჩაიარა. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. უმეტეს მოსწავლეს, ვინც მონაწილეობა მიიღო, გამარჯვება სურს. მეორე ტურისთვისაც ვემზადებით. მოსწავლეებს ეს პროექტი სტიმულს აძლევს, რომ ბევრი წაიკითხონ, კარგად ისწავლონ, შეჯიბრის მოტივაცია ჰქონდეთ.

კასპის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი მაია დაბრუნდაშვილი:

ტესტირების პროცესმა კარგ და მშვიდ გარემოში ჩაიარა. სულ 50-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. ობიექტური ტესტირება იყო. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ მოსწავლეებს  ინტერესს უჩენს, რომ მეტი წაიკითხონ და შემდეგ თავიანთი ცოდნა გამოამჟღავნონ.

კასპის N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი თამარ მოწყობილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. სულ 50  მოსწავლე დაესწრო. მათ გამარჯვების მოტივაცია აქვთ. მეორე ტურისთვის  ვემზადებით. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეების ზოგად განათლებაზე ზრუნავს და მოწაფეებს სურვილს უღვიძებს, რომ მეტი ისწავლონ.

კოდისწყაროს საჯარო სკოლა, დირექტორი რუიზან დვალიძე:

ტესტირებამ ნორმალურად ჩაიარა. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. მოსწავლეებს გამარჯვება სურთ. მეორე ტურისთვისაც ვემზადებით.  ბავშვებს „ეტალონი“ ძალიან უყვართ. ამ პროექტით ისინი ცოდნას უფრო მეტად აფასებენ.

კოდისწყაროს საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ლალი ნადირაძე:

ტესტირების პროცესმა კარგად ჩაიარა. კმაყოფილები ვართ. მას 18 მოსწავლე დაესწრო.  მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. „ეტალონი“  მოწაფეს დამატებით  ცოდნას აძლევს და ამიტომ კარგია.

სასირეთის საჯარო სკოლა, დირექტორი ნანი ბარნაბიშვილი:

მეორე ტურისთვის ვემზადებით და მონაწილეების მოტივაცია და ჩართულობა მაღალია. „ეტალონი“ ბევრ რამეს ნიშნავს ბავშვებისთვის. გადასარევი პროექტია, რომელსაც  მხოლოდ დადებითად ვაფასებთ. ჩვენმა მოსწავლემ შარშან „ეტალონის“ ტიტული მიიღო და ეს მოსწავლეებს დამატებით მოტივაციას აძლევს.

სასირეთის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მავრა მაზმიშვილი:

ტესტირებამ ობიექტურად ჩაიარა. მონაწილეობა 20-მა ბავშვმა მიიღო. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. ყველას გამარჯვება სურს. მეორე ტურისთვისაც ვემზადებით.  ამ პროექტის გამო მოსწავლეები ორიენტირებულნი არიან, რომ საკუთარი ცოდნა შეამოწმონ. ამავდროულად, აღვნიშნავ, რომ შარშან ჩვენმა მოსწავლემ „ეტალონის“ ტიტული მიიღო, რაც მოსწავლეებისთვის მაგალითის მიმცემია.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

2026 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი ცვლილება ცნობილია - NAEC-ის ხელმძღვანელის განმარტება

როცა მე-11 და მე-12 კლასები ერთად დაასრულებენ სკოლას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ორჯერ მეტი სტუდენტი ჩაირიცხება - მთავრობის გადაწყვეტილება

მასწავლებლების, დირექტორებისა და სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ - ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ვებინარი ჩატარდება

დამატებითი უფლებამოსილება მანდატურის სამსახურისთვის - ცვლილება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების წესში

საკლასო ფორმატში ერთ მსმენელზე საფასური განისაზღვრა - ცვლილება მთავრობის დადგენილებაში

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

მე-4 კლასელი ქართულ ენის „კინგსის“ ოლიმპიადაში პირველ ადგილზე გავიდა

მასწავლებლები დედაქალაქ თბილისში გაემგზავრნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ სულიერი ლიდერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში

გაიმართა თემატური აქტივობები და გავრცელდა საინფორმაციო ბროშურები

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ამა თუ იმ პლანეტის შესახებ და საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება