TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რას ნიშნავს ლეპბუკი, რომელიც მასწავლებლებს დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზებას უმარტივებს
10-05-2024
-
+


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამ გამოწვევის გამკლავებაში პედაგოგებს ძალიან გამოადგებათ ის სტრატეგიები, რაზეც ტომლინსონის, ჰოლის და ლოურენს-ბრაუნის მოდელებშია საუბარი.

დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამ გამოწვევის გამკლავებაში პედაგოგებს ძალიან გამოადგებათ ის სტრატეგიები,  რაზეც ტომლინსონის, ჰოლის და ლოურენს-ბრაუნის მოდელებშია საუბარი.

დიფერენცირებული სწავლების  ინსტრუმენტია  ლეპბუკი - ინფორმაციის თავმოყრის, საკითხის გადმოცემის, არჩევანის გაკეთების ეფექტიანი საშუალება.

ეს არის ინტერაქტიური საქაღალდე. მისი შექმნისას იოლია  ინტერაქცია მოსწავლეებს შორის, მოსწავლესა და მშობელს შორის, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.

სინამდვილეში ეს არის გაკეცილი ფურცელი, რომელზეც დაწებებულია პატარა ზომის ფურცლები ისე, რომ ერთგვარ ჯიბაკებს ქმნიან. მისი ზომა დამოკიდებულია მოსწავლის სურვილზე, მოსწავლე-მასწავლებლის შეთანხმებაზე და მასში განსათავსებელი მასალების ზომებზე. ლეპბუკის შექმნის იდეა ეკუთვნის ამერიკელ  ტემი დიუიბს. მან ჩვეულებრივ საქაღალდეს პატარა თემატური ჯიბაკები დაამაგრა და თითოეულ ჯიბეს სახელი დაარქვა, რამაც მის შვილებს გაუადვილა  ინფორმაციების დახარისხება. მისი გამოყენება ეფექტიანია ამა თუ იმ თემაზე მუშაობის პროცესში, რადგან ის ეხმარება მოსწავლეს, თემის შესწავლის  კვალდაკვალ მოახდინოს მასალების დამუშავება და დახარისხება.  დასრულებისას კი  მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით  საკითხის ჰოლისტური გააზრება.

ლეპბუკების გამოყენება  დიფერენცირებული სწავლების ეფექტიანი სტრატეგიაა,  რადგან საკითხის დამუშავების პროცესში მოსწავლე თავად ირჩევს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელი კუთხით უნდა დაამუშაოს მასალა, რა ინფორმაციები უნდა მოიპოვოს და რომელ ჯიბაკში განათავსოს.

წყარო maswtsavlebeli.ge


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება