სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები საინტერესო, შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნება
29-02-2024
-
+


ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში საწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს, იქ თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

სკოლაში, სადაც სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები სწავლობენ, საინტერესო, მრავალფეროვანი და პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად შემეცნებითი ღონისძიებები ხორციელდება, რომლებიც საინფორმაციო შეხვედრებს, ფილმების ჩვენებას, ინტერაქტიულ აქტივობებს მოიცავს.

ამჯერად, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის ინიციატივით, შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ასისტირებას ჟესტური ენის თარჯიმანი უწევდა. მოსწავლეები STEM სფეროებში წარმატებული  ქალბატონების მოღვაწეობას გაეცნენ, რომლებსაც მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში მნიშვნელოვანი აღმოჩენები აქვთ.

პრეზენტაციაზე მასწავლებელმა რეალური მაგალითები უჩვენა, თუ როგორ გამოიყენება STEM-ის სხვადასხვა სფერო ყოველდღიურ ცხოვრებაში და რა სარგებელი აქვს ერთი სფეროდან მიღებულ უნარებს სხვა სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ანიმაციები STEM თემატიკაზე იხილეს, რაც რთული კონცეფციების ვიზუალიზაციისთვის  შესანიშნავი გზაა და ბავშვებისთვის უფრო მიმზიდველია. დაისვა საინტერესო შეკითხვები, რომლებშიც მოსწავლეთა ბუნებრივი  ცნობისმოყვარეობა იგრძნობოდა.

გარდა ამისა, მათ წინა სასწავლო წელს, სასკოლო STEM ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული მხიარული ექსპერიმენტები გაიხსენეს და მსგავსი აქტივობების განსახორციელებლად მზაობა გამოთქვეს. 

აღსანიშნავია, რომ დაწყებითი კლასების ქართული ენის მასწავლებლების ინიციატივით, მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია ენის მნიშვნელობის შესახებ ჩაატარდა.

მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას ქართული ენის უძველესი წარმომავლობის, ანბანის უნიკალური სიმბოლოებისა და ვიზუალური სტილის გამორჩეულობის შესახებ, რითაც მას დამოუკიდებელი დამწერლობის სტატუსი ენიჭება. ასევე, ქართული ანბანის სამივე სახეობას: ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს. გაიგეს, თუ როგორ განვითარდა ქართული დამწერლობა დროთა განმავლობაში, რა ცვლილებები განიცადა და რა უნიკალური მახასიათებლები გააჩნია ქართულ ანბანს, რომლებიც გამოარჩევდა მას სხვა ანბანებისგან. მოსწავლეებმა ასევე იხილეს ანიმაციები:

  • „იცოდე შენი ქვეყნის ისტორია - ქართული დამწერლობა’’;
  • „ქართული ანბანი საოცარი განმარტებებით“.

პრეზენტაციის ბოლოს, უმცროსკლასელებმა ჟესტურ ენაზე ნაწყვეტი მუხრან მაჭავარიანის ლექსიდან - „მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!“ წაიკითხეს. 

„სკოლაში ხშირად აღინიშება ეროვნული თარიღებიც, რომელიც ემსახურება ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებასა და კულტურული ღირებულებების წარმოჩენას. სწორედ ამ მიზნით, ისტორიის მასწავლებლის ჩართულობით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების შესახებ. მოსწავლეებმა ასევე იხილეს ანიმაცია საქართველოს ეროვნული გმირის-მარო მაყაშვილის შესახებ.

პრეზენტაციის ბოლოს, მასწავლებელმა მოსწავლეებს შეავსებინა „რადიო თავისუფლების“ და „მითების“ დეტექტორის მასალების მიხედვით შედგენილი ონლაინ ტესტი, რომელმაც ხელი შეუწყო ისტორიული ფაქტის შესახებ ცოდნის გაღრმავებას“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება