| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა.
წელს სკოლის კარი ოთხმა პირველკლასელმა შეაღო. სკოლაში მომავალი თაობის მიღება განსაკუთრებულად ახარებთ, მათ დასახვედრად კი გამორჩეულად მოემზადნენ.
„პირველი კლასი, ოთხი მოსწავლე, ოთხი დიდი სიხარული სკოლისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ყველაფერს აკეთებენ რომ მოსწავლეებს შეუქმნან უსაფრთხო, მათ ინტერესებზე მორგებული გარემო, მისცენ ხარისხიან განათლება და ამასთან, აუმაღლონ მოტივაცია.
სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს გაულამაზეს და მიულოცეს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ჩოხატაურის მერიამ, რესურსცენტრმა და იანეულის საჯარო სკოლამ.
მოსწავლეებში დიდი ემოცია გამოიწვია ბაღის მეგობრების სასაჩუქრე ჩანთამ წარწერით - „გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას“ - რეზი, მაშო და უტა მგალობლიშვილები.
პირველი დღის დახვედრამ მოსწავლეებს მართლად დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. აგერ უკვე მესამე კვირაა სასწავლო წელი დაიწყო, პირველი დღის ემოციები კი მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ.
„გილოცავთ, ბავშვებო სკოლაში შემობრძანებას. წინსვლა და წარმატებები არ მოგკლებოდეთ. დიდი მადლობა, განათლების სამინისტროს,მერიას, რესურსცენტრსა და პატარებს საჩუქრისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
პირველი დღის დახვედრამ მოსწავლეებს მართლად დაუვიწყარი ემოციები აჩუქა
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ