სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკის ღონისძიებაზე წიგნის კითხვა ზეიმად აქციეს
29-02-2024
-
+


დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.

ნორიოს ბიბლიოთეკა შეუერთდა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს სლოგანით - „ვაქციოთ წიგნის კითხვა ზეიმად“. გაიმართა ღონისძიება, რომელშიც მაცხოვრისკარისა და საგვაზავოს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, და ანსამბლ ჯარგვალის მომღერლები მონაწილებდნენ.

აღსანიშნავია, რომ წელს სოფლის მკვიდრის მწერლის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის - ალექსანდრე აბაშელის დაბადებიდან 140 წლის აღსანიშნავად მაცხოვრისკარის სკოლის მოსწავლე დავით შონიამ პრეზენტაცია - „ალექსანდრე აბაშელის ცხოვრება და შემოქმედება“ წარადგინა.

მოსწავლეებმა ალექსანდრე აბაშელის, ანა კალანდაძის და მუხრან მაჭავარიანის ლექსები წაიკითხეს. გარდა ამისა, მხატვრულ კითხვაში ერთი ლექსის კონკურსი ჩატარდა. გამარჯვებული კი მაცხოვრისკარის სკოლის მოსწავლე გიორგი ალანია გახდა. წიგნებით ანი კირცხალია და გიორგი ალანია დასაჩუქრდნენ. 

„ღონისძიების ბოლოს, ანსამბლ „ჯარგვალის“ მომღერლებმა მართლაც რომ ზეიმი მოაწყვეს ბობლიოთეკაში .უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პედაგოგებს - მედეა ბოკუჩავას და ხათუნა სახვაძეს, მოსწავლეებს, მოწვეულ სტუმრებს, ანსამბლ ჯარგვალის გოგონებს. მადლობა თანადგომისთვის, თანამშრომლობისთვის“,- ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:



 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

პედაგოგმა საერთაშორისო აუდიტორიას, თბილისის N141 საჯარო სკოლის, სასკოლო საზოგადოების მიერ განხორციელებული პროექტი წარუდგინა
 
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება