სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი საგანმანათლებლო პროექტის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდა
29-02-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი აქტიურად მონაწილეობს ეროვნულ თუ საერთაშორისო დონის პროექტებში, ამჯერად კი საგანმანათლებლო პროექტის დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით წარდგა.

საერთაშორისო შეჯიბრისა და საერთაშორისო დონის დამადასტურებელი გამოცდის დაჯილდოების ცერემონია, 16 თებერვალს, UCMAS Georgia-ს სტუდენტებისთვის გაიმართა.

ცერემონიალის ფარგლებში, მოსწავლეებს, რომლებმაც საერთაშორისო დონის დამადასტურებელი გამოცდა ჩააბარეს, გადაეცათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები. ასევე, დაჯილდოვდნენ საერთაშორისო ონლაინ შეჯიბრის მონაწილე მოსწავლეები.

დაჯილდოების ცერემონიაზე, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდნენ UCMAS Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი- საჰარ ჰარბი (Sahar Harb), ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე და სკოლის დირექტორი- გენადი მარგველაშვილი.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს, IGE- საერთაშორისო დონის დამადასტურებელი გამოცდის გრანდიოზული დაჯილდოება უკვე გაიმართა ქალაქ თბილისში. ცერემონიის ფარგლებში, ერთადერთ ქართველ მენტალური არითმეტიკის “გრენდ ჩემპიონ” სტუდენტს, რომელმაც 84 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზე გაიყვანა, მისთვის შექმნილი უნიკალური ჯილდო გადაეცა. ასევე, UCMAS Georgia-ს თბილისის სასწავლო ცენტრების 300-ზე მეტ მოსწავლეს, რომლებმაც საერთაშორისო დონის გამოცდა ჩააბარეს, გადაეცათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები. გარდა ამისა, სპეციალური ჯილდო მიენიჭა იმ 35 სტუდენტს, რომლებმაც წარმატებით დახურეს მენტალური არითმეტიკის მე-3 და მე-7 დონე.

ფოტოები: UCMAS Georgia


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება