| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
19 თებერვალს, სკოლაში გაიმართა პროექტის - „გენური თერაპია- ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადების განკურნების შანსი“ პრეზენტაცია.
პროექტის ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი შორენა დანელია გახლავთ, ხოლო პროექტში ჩართული მოსწავლეების დამრიგებლები - ირინე ყურაშვილი, დიანა ზურებიანი და ინგა ხაჟომია არიან. პროექტი მიზნად ისახავდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას.
პრეზენტატორები იყვნენ მე-11ა, მე-11ბ და მე-11გ კლასების ფოკუს ჯგუფის მოსწავლეები.
პროექტი მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:
1. მასწავლებლის მიერ პროექტის წარდგენასა და პროექტის გეგმაზე მუშაობას;
2. კოლექტიური სვლით ლიზა ჯენოვას წიგნის - „ჯერ კიდევ ელისის“ მიხედვით ფილმის ჩვენება;
3. ინფორმაციების მოძიებას პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადების მიმდინარეობის ნიშნებისა და ასაკობრივი მაჩვენებლების შესახებ. დაავადების მკურნალობის არსებული მეთოდებისა, მკურნალობის პერსპექტივებს გაცნობა;
4. შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან და ნამუშევრების პრეზენტაციაა.
პრეზენტატორებმა მოძიებული მასალა საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარმოადგინეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე, დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში ია ჩინჩალაძე, მე-11 ა,ბ,გ კლასების დამრიგებლები - ირინე ყურაშვილი, დიანა ზურებიანი, ინგა ხაჟომია. საბუნებისმეტყველო კათედრის მასწავლებლები - სოფიო გველესიანი, ნათია ფაჩუაშვილი, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მასწავლებლები - ნინო ბანცაძე და ვახტანგ შარადენიძე, მშობლები და მოსწავლეები, ასევე სკოლის ექიმი ქეთევან უფლისაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ