სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის, პროექტის - „უფლებები და მოვალეობები“ ფარგლებში, შთამბეჭდავი ლიტერატურული აქტივობები მოეწყო
29-02-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ.

მიმდინარე სასწავლო წელს დაგეგმილია პროექტი თემაზე - „უფლებები და მოვალეობები“. საგნობრივ კათედრებს შერჩეული აქვთ შესაბამისი ღონისძიებები. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლალი ტუკვაძემ მე-8 კლასის ხელმძღვანელ თეა მეშველიანთან ერთად, მის სადამრიგებლო კლასში აღნიშნული პროექტისათვის აქტივობები დაგეგმა. სამიზნე თემად მხატვრულ ლიტერატურაში სამართლებრივი და პიროვნული განვითარების თემაზე დაწერილი ნაწარმოებები: აბრაამ ლინკოლნის - „წერილი ჩემი შვილის მასწავლებელს“, მიხეილ ჯავახიშვილის - „ჩვენი დროის ათი მცნება“, რევაზ ინანიშვილის - „განგაში“ და პორტუგალიელი პედაგოგის - „ღია წერილი მშობლებს“ აირჩა. 

პროექტზე მუშაობის პერიოდში მოსწავლეები შემდეგ დოკუმენტებს გაეცნენ: მოსწავლის მოვალეობა, მოსწავლის უფლებები, მშობელთა უფლებები, მშობელთა ვალდებულებები. დაიგეგმა, რომ შემაჯამებელი ღონისძიება, დისკუსია თემაზე-  „არა ვიქმ, ცოდნა რას გვარგებს...“ ჩაეტარებინათ მე-14 საქალაქო ბიბლიოთეკაში, რომლის გამგე დალი ბობოხიძეა. 

20 თებერვალს მოსწავლეებს ბიბლიოთეკის კოლექტივმა გულთბილად უმასპინძლა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს წიგნადი ფონდი, მათთვის საგანგებოდ მოწყობილი სტენდი, რომელზეც გამოფენილი იყო უახლოესი სამართლებრივი დოკუმენტები და სახელმძღვანელოები.

გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაებნენ უფროსებიც. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა წაიკითხეს მშობლების მადლიერების გამომხატველი წერილები მასწავლებლისა და სკოლის მიმართ, გამოთქვეს სურვილები თავიანთ საოცნებო სკოლაზე, გაიხსენეს მოსწავლეობის პირველი ნაბიჯები. მათ გამოავლინეს საკითხის საფუძვლიანი ცოდნა, ერთმანეთისგან გამიჯნეს უფლებები და ვალდებულებები, მეტყველებდნენ დახვეწილად, შეხედულებებს ასაბუთებდნენ სათანადო არგუმენტებით, იშველიებდანენ ცხოვრებისეულ მაგალითებს.

ღონისძიება დადებითად შეაფასეს მშობლებმა, მასწავლებლებმა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა. მათ მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილეებს. ბიბლიოთეკის გამგემ მოუწოდა მოსწავლეებს, რომ აქტიურად ითანამშრომლონ ბიბლიოთეკასთან, მით უმეტეს, რომ ამის მრავალწლიანი გამოცდილება უკვე არსებობს. ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეები გაწევრიანდნენ ბიბლიოთეკაში და სასურველი წიგნები აირჩიეს წასაკითხად. 

„მოსწავლების მსჯელობიდან გამოიკვეთა სწორი დასკვნები, რომ ყველამ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა, რომ ბოროტად არ უნდა გამოიყენოს უფლებები, რომ სკოლა, ოჯახი და საზოგადოება ერთმანეთთან უწყვეტ კავშირში მოახერხებს მოზარდების სწორად აღზრდას, რომ თავად აღსაზრდელის შინაგან მოტივაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მეტი ემპათია უნდა გამოიჩინონ გვერდით მყოფი თანატოლის მიმართ. მათ სწორი შეფასება მისცეს გოგის საკუთარ თავში ჩაკეტილობას და ამაში დაადანაშაულეს სასკოლო სივრცე, მოიწონეს მიხელ ჯავახიშვილის სწორი ორიენტირები შვილის ცხოვრების გზის ასარჩევად.
დღეს, როცა მოზარდი ინტერნეტსა და მობილურ ტელეფონსაა მიჭაჭვული, მნიშვნელოვანია წიგნთან მეტი სიახლოვე, სწორედ ამ მიზნით დაიგემა ღონისძიების ჩატარება ამ სივრცეში. ჩანაფიქრმა გაამართლა“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 6 ივლისს იწყება - ეტაპები და სხვა დეტალები ცნობილია

პრემიერის განმარტება ჩინეთში შეკერილ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - „ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტი“... 

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის დამრიგებელმა - მარლენა პეტროსიანმა

„ჩემი ოქროს გოგოა მარიამი, ჭკვიანი და ნიჭიერი. ზუსტად ვიცი, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს გამარჯვებებით“

პროექტი მოიცავდა არაერთ საინტერესო, სახალისო  და შემოქმედებით აქტივობას

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდებს გზა დაულოცეს და ნათელი და ბედნიერი მომავალი უსურვეს

დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს გზა დაულოცეს და ნათელი მომავალი და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება