| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლას არაერთი წარმატებული და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლე ჰყავს.
ამჯერად, ისინი „ტოიოტას“ გამოცხადებულ ხატვის კონკურსში - „ოცნების ავტომობილი“ მონაწილეობდნენ.
კონკურსი დასრულდა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთა შორის 8-11 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან არიან ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები:
1. ადგილი - თეკლა ბაზიაშვილი;
2. ადგილი - ლილე ჯაიანი;
3. ადგილი - ანანო ანდღულაძე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამარჯვებულები სიმბოლურად დასაჩუქრდებიან „ტოიოტას ცენტრის“ მიერ და ასპარეზს საერთაშორისო კონკურსზე გააგრძელებენ.
სკოლაში ულოცავენ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და მათ წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ ჩვენს პატარა მხატვრებს და ვუსურვებთ წარმატებებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ