ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
22-02-2024
დაკოპირებულია
-
+
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა თემატური აქტივობა გაიმართა, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
მათ ამ დღისა და ზოგადად, წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირეს, ხმამაღლა წაიკითხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.