სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გასაუბრებაზე კანიდიდატის კვალიფიკაცია არ შემოწმდება - რა იქნება  დირექტორების კონკურსის მთავარი პრინციპები
18-02-2024
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას საჯარო სკოლის დირექტორობის კონკურსის გასაუბრების ეტაპზე გაამახვილა ყურადღება და მთავარ პრინციპებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა,  ბრძანებაში ყველაფერი დეტალურად იქნება განმარტებული, თუმცა გასაუბრებაზე კანდიდატმა უნდა აჩვენოს, როგორია მისი ხედვა და როგორ აპირებს ამა თუ იმ სკოლაში სასწავლო პროცესის წარმართვას:

„თითოეულ სკოლას თავისი სპეციფიკა გააჩნია, თავისი სწავლების ფილოსოფია, [მან უნდა გვიჩვენოს] როგორ ხედავს მის თავს, როგორ წარმართავს სასწავლო პროცესს და რა სიახლეებს შეიტანს სასწავლო პროცესში. ზოგადად დამოკიდებული იქნება მის ხედვაზე, ვინაიდან აქ ჩვენ აღარ გადავამოწმებთ ადამიანის მინიმალურ ცოდნას და კვალიფიკაციას, ეს ტესტირების ეტაპზე დასტურდება.

აქ [გასაუბრებაზე], მნიშვნელოვანი იქნება, კანდიდატმა დაასაბუთოს, როგორ აპირებს მის მიერ წარმოდგენილი ხედვის განხორცილებას სკოლაში და ბუნებრივია გამოცდილებას, მიღწეულ შედეგებსაც მიექცევა ყურადღება“.

„მე გარანტიას ვაძლევ - ვინც მინიმალურ ცოდნას გამოავლენს, წარდგება გასაუბრებაზე ინკლუზიურ კომისიასთან... ბარიერი იქნება უცვლელი“

ამილახვარმა ისიც აღნიშნა, უკმაყოფილება რომელიც კონკურსის ახალ წესში  გასაუბრების ეტაპის დატოვებასთან დაკავშირებით იყო, მისთვის მიუღებელია და გასაუბრების გაუქმება არ შეიძლება.  

„მსგავსი მოსაზრებები იყო... თუმცა გასაუბრების ეტაპის გაუქმება არ გამოვა, ყველაფრის გაუქმება არ შეიძლება, ვინაიდან ჩვენ ვლაპარაკობთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ორგანიზაციაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მომავალი აბარია და მართავს სკოლას, სასწავლო პროცესს.

მე ერთი შემიძლია საზოგადოებას დავპირდე, გასაუბრების ეტაპი ნებისმიერი კანდიდატისთვის იქნება ასპარეზის მიცემა, რომ მან თავი გამოავლინოს ობიექტურად.

სულ რომ კომისია ყოყმანობდეს კანდიდატის ავკარგიანობაზე, [ვეცდებით] რაც შეიძლება მეტი კანდიდატი წარვუდგინოთ სკოლის სამეურვეო საბჭოებს და მათაც ჰქონდეთ ფართო არჩევანის შესაძლებლობა“, - განაცხადა მინისტრმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება