სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი წიგნი ჩემი სამყაროა“ - თბილისის N94 საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
15-02-2024
-
+


ჯამბულ წურწუმიას სახელობის თბილისის N94 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას სკოლის კლუბი „ლაზარე“ სიტყვებით - „ჩემი წიგნი ჩემი სამყაროა“ შეუერთდა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით შეხვედრა სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა.

„სკოლის დამსახურებულმა ბიბლიოთეკარმა - მარინა მიხაშვილმა გვიმასპინძლა და ღონისძიებაც საინტერესოდ წარიმართა“, - გვიყვებიან სკოლაში.

კლუბის კურატორმა - მაკა დანელიამ ისაუბრა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე, ბავშვებმა კი  საინტერესო პრეზენტაციები ვიდეოსა (ბ.ქარდავა, ა.არჯევანიძე) და გაზეთების სახით (ნ.ზამბახიძე, მ. ჩარგეიშვილი) წარადგინეს.

მოსწავლეებმა მათი საყვარელი წიგნების შესახებ ისაუბრეს და წაიკითხეს ამონარიდები ტექსტებიდან.

მათ ბიბლიოთეკაში თემატურად მრავალფეროვანი ჟანრის: სათავგადასავლო, ფანტასტიკური, ისტორიული წიგნები წარადგინეს და მსმენელის ყურადღება მიიპყრეს.

„ქალბატონმა მარინა მიხაშვილმა ისაუბრა სკოლის ბიბლიოთეკაზე, წიგნის კითხვის მიზნებზე, წიგნების რაოდენობასა და ჟანრობრივ მრავალფეროვნებაზე; აგრეთვე დაინტერესებულ მსმენელს გააცნო სტატისტიკა, თუ რომელი ასაკის ბავშვები სარგებლობენ ბიბლიოთეკის წიგნებით უფრო ხშირად“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებას ესწრებოდა და ამ დღის მნიშვნელობა შეაფასა სკოლის დირექტორმა - ნინო გახარიამ.

აღნიშნული ღონისძიების ბოლოს, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს წიგნის პოპულარიზაციას.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება