სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის „ნორჩ ისტორიკოსთა“ კლუბის წევრებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიუძღვნეს
12-02-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღნიშნეს. 

სკოლის „ნორჩ ისტორიკოსთა“ კლუბის წევრებმა მოაწყვეს შეხვედრა თანატოლებთან ერთად. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე: „დავითი - განმანათლებელი“, „დავითი მხედართმთავარი“, „დავითის მონეტები“, „დიდგორის ბრძოლა“, „დავითის პიროვნება ქართველი მემატიანის მიხედვით“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეული პრეზენტაცია ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია წარმოდგენილი თემების მიხედვით.

„მისი მეფობის დროს მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, რაც აღფრთოვანებას იწვევს დღევანდელ თაობაში. დასაფიქრებელი და მისაბაძია ყოველი მისი ქმედება“, - აღნიშნავდნენ პროექტის მონაწილეები.

კლუბის ხელმძღვანელმა, ისტორიის მასწავლებელმა - ფატი ამირიძემ მოსწავლეთა პრეზენტაციები პოზიტიურად შეაფასა და ასევე დასძინა, რომ დავით აღმაშენებლის მეფობის დროს არმიასა და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა, ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწები საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული.

სკოლის დირექცია მადლობა უხდის მოსწავლეებს და მასწავლებელს აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის და უსურვებს წარმატებას.

დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 8 თებერვალს აღნიშნავს. დავით IV აღმაშენებელი 1125 წლის 24 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) გარდაიცვალა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება