| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ მონდომებით შეუერთდნენ.
მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და თავიანთი საყვარელი ნაწარმოებიდან პატარა მონაკვეთი ხმამაღლა წაიკითხეს. მათ საინტერესოდ იმსეჯელს და სხვებსაც მოუწოდეს წიგნების კითხვისკენ.
ამ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესებითა და მონდომებით ჩაერთნენ, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აღნიშნული აქტივობის ორგანიზატორები იყვნენ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლები: შუშანიკ არუტიუნიანი და ელმირა ბროიანი.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან
ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის