სიახლეები
სიახლეები

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად ‘’ახმეტის ეტალონი მოსწავლე’’ გამოვლინდა
22-11-2016
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. 

ამჯერად, ‘’ახმეტის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.     

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ახმეტის კულტურის სახლში ჩატარდა. 


ახმეტის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებას ახმეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული.

ინლელექტ-შეჯიბრის რეიტინგში მე-9 ადგილზე გავიდა ზემო ალვანის N2 სკოლის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სოფო ხუტიძე (65 ქულა). 

მე-8 ადგილზე გავიდა ქვემო ალვანის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ბესარიონ ბახტურიძე (65 ქულა).

მე-7 ადგილზე გავიდა ქვემო ალვანის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე აბრამ იდიძე (67 ქულა).

მე-6 ადგილზე გავიდა ახმეტის N3 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ვასილ გაგლოშვილი (68 ქულა). 

მე-5 ადგილზე გავიდა ომალოს სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მაქა გუნაშაშვილი (68 ქულა).

მე-4 ადგილზე გავიდა ოჟიოს სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლელა მოსიძე (69 ქულა). 

მე-3 ადგილზე გავიდა ახმეტის N1 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თინიკო ნათელაური (71 ქულა).

მე-2 ადგილზე გავიდა დუისის  სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მაია ბაღაკაშვილი (76 ქულა). 

''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ახმეტის N2 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი შათირიშვილი დაეუფლა (79  ქულა). 

ღონისძიების შესახებ „Etaloni.ge”-ს პირველი შთაბეჭდილებები სწორედ გამარჯვებულმა გიორგიმ გაუზიარა:

მისი თქმით, შეჯიბრის დროს კონკურენცია მაღალი იყო:

„რა თქმა უნდა, როგორც ყველა გამარჯვების მოპოვება, ესეც ძალიან რთულია. კონკურენციაც საკმაოდ მაღალი იყო, ჭკვიანი ბავშვები იყვნენ ძალიან. თავად შეჯიბრი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ ‘’ეტალონთან“  თანამშრომლობას.“

ახმეტის N2 სკოლის დირექტორი ეკატერინე პატარკაციშვილი აღნიშნავს, რომ ‘’ეტალონი’’ დიდი სტიმულია მოსწავლეებისთვის და არა მარტო მათთვის: 

„ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩვენმა სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა და ამდენად, ეს სიხარული უფრო დიდი იყო. მოლოდინი გვქონდა გამარჯვების. საკმაოდ მაღალი ქულები იყო. აღფრთოვანებულები ვართ ჩატარებული შეჯიბრით. ‘’ეტალონი’’ ძალიან დიდი სტიმულია ბავშვებისთვის. ყველანი ჩართულები ვართ. ყველა ცდილობს ბავშვს, რაც შეიძლება მეტი ცოდნა მისცეს, დამატებითი გაკვეთილები ჩაუტაროს. ყველანი მოტივირებულები ვართ. აუცილებელიც არის, რომ მოსწავლეებს  და არა მარტო მათ, ეს მოტივაცია ჰქონდეთ. “

ახმეტის გამგებლის მოადგილე მათე ქავთარაშვილი აღნიშნავს, რომ წელს საკმაოდ ბევრი მოსწავლე ჩაერთო კონკურსში:   

„არა მარტო მე, არამედ ყველა ის ადამიანი,  ვინც ესწრებოდა ‘’ეტალონს’’ ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. ყველაფერი კარგად ორგანიზებული იყო და მადლობა მინდა გადავუხადო შემოქმედებით ჯგუფს. მოსწავლეების მიერ ნაჩვენები შედეგებითაც კმაყოფილები ვართ. წინა წლებთან შედარებით, წელს საკმაოდ ბევრი მოსწავლე ჩაერთო შეჯიბრში და მათ საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენეს.“

გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ფიქრია ხოხობაშვილის თქმით, ‘’ეტალონი’’ არის ნამდვილად ძალიან ეროვნული, ინტელექტურალური პროექტი:

„გამარჯვებული გიორგი შათირიშვილი დაიცავს ახმეტის მუნიციპალიტეტის სახელს და ეს ძალიან სასიამოვნოა. ‘’ეტალონი’’ არის ნამდვილად ძალიან ეროვნული, ინტელექტურალური პროექტი. ძალიან კარგია რომ განათლებას ექცევა ძალიან დიდი ყურადღება და ბატონი გოჩა არის ადამიანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველას უყვარს, ამ პროექტის გამო. ბატონი გოჩა სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა რაიონის ბავშვებს წამახალისებლად სჭირდებოდათ სწორედ ასეთი კონკურსები. ზოგადად, განწყობა არის ძალიან პოზიტიური და დადებითი. სწორედ ამიტომა ახმეტაში 4 წლის განმავლობაში ტარდება “ეტალონი’’. ეს ჯერ კიდევ ბატონი ბექა ბაიდაურის გამგებლობის  დროს დაიწყო. გამარჯვებულს წარმატებებს ვუსურვებ და სკოლებს ჰყოლოდეთ ბევრი ასეთი წარმატებული მოსწავლე. მივესალმებით, ზოგადად, ასეთ საგანმანათლებლო პროექტებს.

ახმეტის მუნიციპალიტეტი მთელი შეგნებით ჩაერთო  პროექტში და ეს არის ბატონი ბექა ბაიდაურის დამსახურება და ასევე, ბატონი თამაზ ქავთარაშვილის, რომელიც განათლებას, კულტურას კურირებს. ისინი არიან, ახმეტაში, ამ პროექტის დასაყრდენები.“ 

რესურსცენტრის უფროსი მანანა ნადიბაიძე მადლობას უხდის ‘’ეტალონის’’ წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს და შემოქმედებით ჯგუფს: 

‘’ძალიან კმაყოფილები ვართ. კონკურსის რაიონებში ჩატარება უკეთესი აღმოჩნდა. უფრო მეტი მოსწავლე ჩაერთო. კმაყოფილები ვართ ბატონი გოჩას ენთუზიაზმის, შემოქმედებითი ჯგუფის მუშაობის. ძალიან კარგია ეს პროექტი მოსწავლეებისთვის, რადგან იგი სწავლის მოტივაციას აძლევს ბავშვებს. ყველა სკოლა მაქსიმალურად იყო ჩართული. ისეთ მოკლე დროში, ისეთი შედეგები აჩვენეს მოსწავლეებმა, როგორ შეიძლება უკმაყოფილოები ვიყოთ. ძალიან გახარებულები ვართ. სანიმუშო შედეგი გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გოჩას, შემოქმედებით ჯგუფს, თითოეულ თქვენგანს, რომ ასეთ კარგ საქმეს აკეთებთ ბავშვებისთვის.’’

საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილის თქმით, მშობლები და დამსწრე საზაოგადოება აღფრთოვანებას ვერ მალავდა:

„ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა, ძალიან კმაყოფილები ვართ. გუშინაც აღვნიშნეთ ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მოწონება გამოიწვია მოსახლეობის და მშობლების მხრიდან. დამირეკეს მშობლებმა და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. რაიონებში რომ ტარდება, ეს ძალიან კარგია, მოსწავლეები უფრო მარტივად ახერხებენ ჩაერთონ კონკურსში. ძალიან მოგვწონს ‘’ეტალონი.“

ეტლონის შემოქმედებითი ჯგუფი მადლობას უხდის ახმეტის კულტურის სახლს მასპინძლობისთვის.

ასევე, მადლობა გვსურს გადავუხადოთ ტესტირების პირველი ეტაპის ტრენერებს, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს სკოლებში ტესტირების პროცესის წარმართვას: ახმეტის #1 საჯარო სკოლა - მარინა სისაური, ახმეტის #2 საჯარო სკოლა - ნინო ბუნტური, ახმეტის #3 საჯარო სკოლა - მაია ნათელაური, მატანის #1 საჯარო სკოლა - ფატიმა ჭილაშვილი, მატანის #2 საჯარო სკოლა - ეთერ ტერტერაშვილი, ქვემო ალვანის საჯარო სკოლა - ანა ბუჩაიძე, ზემო ალვანის #1 საჯარო სკოლა - თინა ჯიხოშვილი, ზემო ალვანის #2 საჯარო სკოლა - მარიამ ცისკარიშვილი, დუისის საჯარო სკოლა - ლილი სვიაკაური, ჯოყოლოს საჯარო სკოლა - ნინო წინწალაშვილი, ბირკიანის საჯარო სკოლა - ნანული ცხადაძე, ომალოს საჯარო სკოლა - ეკატერინე ალხანაშვილი, საკობიანოს საჯარო სკოლა - ნინო ჯიმშიტაშვილი, მაღრაანის საჯარო სკოლა - გულისა ნათელაური, ოჟიოს საჯარო სკოლა - ჟანა ახალკაციშვილი, ქისტაურის საჯარო სკოლა - მაია გლურჯიძე, აწყურის საჯარო სკოლა - თინათინ შამრელაშვილი, კასრისწყალის საჯარო სკოლა - მერაბ ბუღრიძე, ოსიაურის საბაზო სკოლა - ზაურ პავლიაშვილი, დუმასტურის საბაზო სკოლა - ნათელა ცხადაძე.

''ახმეტის  ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი გიორგი შათირიშვილი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.   

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".          

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 



კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
1000-ზე მეტ საჯარო სკოლაში რეგისტრაცია ადგილები აღარ არის - 12:00 საათის მონაცემებით პირველ კლასში 11 ათასზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა
„თქვენ ხართ თაობა, რომელიც საქართველოს წინსვლის საფუძველს ქმნის“, - მინისტრი მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
30 ათასამდე პირველკლასელი უკვე დარეგისტრირდა - პირველადი მონაცემები ცნობილია
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 9:00 საათზე იწყება
„ხელფასთან ერთად მასწავლებლებისთვის განსაზღვრული გვქონდა 1000 ლარიანი დანამატი“ - მინისტრი
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს
საინტერესო
რა ტრადიციებთანაა დაკავშირებული სკოლის დამთავრება სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
სიახლეები
საზოგადოება