| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავტორიზებული სკოლა. 2017 წელს მეორედ გავიარეთ ავტორიზაცია და უნდა ითქვას, რომ ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ. ასევე, აქ ჩამოყალიბდა სულიერი მოძღვრის ინსტიტუტი, რაც გულისხმობს სასულიერო პირთან მოსწავლის ყოველდღიურ ურთიერთობას. 2007 წლიდან გიმნაზია-პანსიონის დირექტორი არის სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი /ტაბატაძე/ მეუფე იეგუდიელის, რომლის ძალისხმევით გარემონტდა შენობის სამივე სართული, განახლდა გარე ფასადი, გაკეთდა საბუნებისმეტყველო საგნების კაბინეტები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებით, განახლდა სასკოლო ინვენტარი, აშენდა სპორტული დარბაზი, მუშაობს სასკოლო ბიბლიოთეკა და კომპიუტერის კაბინეტი. სკოლა სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. გაკეთდა ცენტრალური გათბობა, დღესდღეობით გიმნაზია-პანსიონი მთლიანად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნას. იგეგმება სახელოსნოების და ეზოში ღია სტადიონების მოწყობა. დღეისათვის გიმნაზია-პანსიონში მუშაობს ხატვის და სიმღერის წრე. გიმნაზია-პანსიონის აღსაზრდელები ხშირად მონაწილეობენ, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ადგილობრივ და საპატრიარქოს სკოლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. გიმნაზია-პანსიონი 2008 წლიდან ჩართულია სასულიერო გიმნაზიების ფესტივალში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ზუგდიდში. სპორტული დარბაზის აშენებამ ხელი შეუწყო გიმნაზია-პანსიონის მოსწავლეების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას. რაიონის მთავრობისა და გიმნაზია-პანსიონის დირექტორის ხელშეწყობით გიმნაზია-პანსიონის აღსაზრდელებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სამთო სათხილამურო სპორტში-გუდაურში. გიმნაზია გამოსცემს ყოველთვიურ გაზეთს „ჩემი გიმნაზია“, რომლის რედაქტორის მონდომებითა და დახმარებით ჩვენი მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ გაზეთის შედგენაში.
- გიმნაზია-პანსიონის კადრს ძირითადად ახალგაზრდა მონდომებული ადამიანები წარმოადგენენ, რომელთა მეცადინეობით გიმნაზიაში მიმდინარეობს ნაყოფიერი სასწავლო ცხოვრება და მუშაობა. ძალიან ბევრი კარგი პროექტის დაგეგმვა და განხორციელება სწორედ მასწავლებლების დიდი ძალისხმევით და მონდომებით ხდება. ტარდება თანამედროვე ინტეგრირებული გაკვეთილები, პრეზენტაციები სადღესასწაულო და პატრიოტული ღონისძიებები. მოსწავლეების ჩართულობის გარეშე ზემოაღნიშნულის გაკეთება შეუძლებელი და წარმოუდგენელი იქნება. წარმატებული მოსწავლეები გიმნაზიაში საკმაოდ გვყავს. ჩვენი კურსდამთავრებულების ძირითად ნაწილს სურს სწავლის გაგრძელება, რაც ჩვენთვის სასიხარულოა. ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის
მასწავლებელს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების, დირექტორს კი სკოლიდან დათხოვნის უფლება აქვს - დოკუმენტი
„აბიტურიენტებს შეეზღუდებათ არჩევანი, ვერ აირჩევენ იმ უნივერსიტეტს, რომლის შესახებაც სექტემბერში უკვე ცნობილი იყო...“
ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას
„ხელმძღვანელმა ყველა ახალ, კარგ წამოწყებას, მასწავლებლისგან იქნება ის თუ მოსწავლისგან, მხარი უნდა დაუჭიროს“...
სასკოლო საზპგადოების წინაშე მათ საქართველოს თითოეული კუთხე, მათი უნიკალური კულტურით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი წარადგინეს
პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის
გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“