სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

ინტელექტ-ჩემპიონატის 2023 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად LIVE რეჟიმში მიმდინარეობს
19-12-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურ ფორმატში ამ წუთებში მიმდინარეობს. 

ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან ერთვებიან.

მიმდინარე წლის შემოდგომიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ მეორე პერიოდის კონკურსების ფარგლებში 37 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. გამოვლენილ გამარჯვებულებს შორის 2023 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად, LIVE რეჟიმში მიმდინარეობს. 


„ეტალონი მოსწავლეები“ თავის მხრივ  მუნიციპალიტეტებში ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.

2023 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპის შემაჯამებელი დისტანციური ღონისძიების მონაწილეები არიან:



გამარჯვებულ სამეულს გადაეცემა დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ფულადი ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი. 

კონკურსს LIVE რეჟიმში შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ „ეტალონის“ Facebook გვერდსა და Etaloni.ge-ზე.



კონკურსის მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ:

რუბრიკა „ეტალონი“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება