სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

5 სავალდებულო ტრენინგი აღმზრდელებისთვის - სად ემატება სასკოლო მზაობის ჯგუფები
06-12-2023
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი ცნობილია, რომლის მიხედვითაც, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა კვლავ პრიორიტეტად რჩება.

დღეის მდგომარეობით დმანისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 9 საბავშვო ბაღი, ორი სასკოლო მზაობის ჯგუფი (იგეგმება ორი სასკოლო მზაობის ჯგუფის დამატება ირგანჩაის საჯარო სკოლის შენობაში და სოფელ სარკინეთის საბავშვო ბაღში ორი ჯგუფის დამატება სოფელ კარაბულახის თემიდან ტრანსპორტირების უზრუნველყოფით); მთლიანად სამსახურში დასაქმებულია 77 თანამშრომელი, მათ შორის 40 აღმზრდელი და 16 თანაშემწე, ხოლო 2024 წლის ბიუჯეტი გათვლილია 400 აღსაზრდელზე.  

აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღებში აქტიურად მიმდინარეობს მზადება ავტორიზაციისათვის, რაც მოიცავს რეაბილიტაციას, სათანადო კვალიფიკაციური კადრების მოძიებასა და ეტაპობრივად, უწყვეტ რეჟიმში გადამზადებას.

დასაქმებულ აღმზრდელთა უმრავლესობას გავლილი აქვს აღმზრდელ-პედაგოგის 66-საათიანი ტრენინგმოდული, აგრეთვე პირველადი (გადაუდებელი) სამედიცინო დახმარების, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის, შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ტრენინგები, ასევე შესაბამისი პერსონალი გადამზადებულია სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის ტრენინგში.

ადრეული განათლების კურიკულუმის შესაბამისად შერჩეული სამიზნე ჯგუფები გადამზადებულია, განათლების სამინისტროსა და მასწავლებლის სახლის მიერ.

2024 წლისთვის ყველა საბავშვო ბაღისათვის გათვალისწინებულია ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსის, საკანცელარიო და თვალსაჩინო მასალის, აგრეთვე სათამაშოებისა  და საბავშვო ლიტერატურის შეძენა. ასევე იგეგმება სკოლამდელი აღზრდის სფეროში  მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი  სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და სხვა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის 8 ათასი ლარი გამოიყოფა, ხოლო კვებისთვის - 220 ათასი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება