სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონზე“ უკეთესი პროექტი განათლების სიტემაში არ მეგულება“ - „სამგორის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
18-05-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „სამგორის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„სამგორის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა თბილისის N106 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ცუხიშვილი.

როგორც იგი აღნიშნავს, „ეტალონში“ შეძლო სკოლაში მიღებული ცოდნის გამოვლენა: 

„მიყვარს ინტელექტუალურ შეჯიბრებებში მონაწილეობა და საკუთარი თავის გამოცდა. სკოლაში მიღებული ცოდნის გამოვლენისა და სწრაფად გადაწყვეტილების მიღების უნარის გამომუშავება „ეტალონში“ შევძელი. მადლობა პროექტს ამ გამოცდილებისთვის.“

თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა ამაყია თავისი მოსწავლეებით. პირველი სამი ადგილი სწორედ მისი სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს:

„ჩემი სკოლის სამი მოსწავლე გავიდა პირველ სამ ადგილზე, ძალიან გახარებული ვარ. რაც შეეხება მარიამს, ის უბრწყინვალესი მოსწავლეა, უაღრესად ნაკითხი, განათლებული, 9-იანიც კი არ მიუღია არასდროს. „ეტალონთან“ დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან, ძალიან მიყვარს ეს წარმატებული პროექტი. ინტელექტ-ჩემპიონატი თითოეული მოსწავლისთვის ბევრისმომცემია. „ეტალონზე“ უკეთესი პროექტი განათლების სიტემაში მე არ მეგულება.“

„სამგორის ეტალონი მოსწავლის“დამრიგებელი თეო ჯავახიშვილი ბედნიერია მარიამის გამარჯვებით:

„მარიამი ძალიან გონიერი, მიზანსწრაფული, აქტიური და წარმატებული მოსწავლეა. ამაყი ვარ ეროვნულ პროექტში მისი გამარჯვებით. სკოლის იმედები ნამდვილად გაამართლა. წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონსა“ და ჩვენს მომავალ თაობას.“

„სამგორის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი მარიამ ცუხიშვილი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება