| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. ბავშვები სხვადასხვა ინტელექტუალურ და შემეცნებით კონკურსებში აქტიურად ერთვებიან, სადაც ცოდნას წარმოაჩენენ და გამოცდილებას იძენენ.
ამჯერად, სკოლაში, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი პირველ, მეორე და მესამე საფეხურის მოსწავლეებს შორის გაიმართა.
პირველ საფეხურზე მე-4 კლასმა გაიმარჯვა, მეორეზე მე-8 კლასმა, ხოლო მესამე საფეხურზე - მე-9 კლასმა .
ჩემპიონატი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ემოციების ფონზე წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა ლოგიკური, სწრაფი აზროვნების, სოციუმთან ურთიერთობის, სხვისი აზრის პატივისცემისა და თანამშრომლობითი უნარები გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონკურსები და ჩემპიონატები მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას უმაღლებს და საჭირო გამოცდილებას სძენს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ