სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხონში ჩატარებულმა ''ეტალონის'' შესარჩევმა ტურმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია
21-11-2016
-
+


ხონში, ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური რესურსცენტრთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.   

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ხონში, ყველა სკოლის ინფორმირება წინასწარ მოხდა. 

ტესტირება ყველა სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტების და ინსტრუქციის შესაბამისად მოხდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.    

მოსწავლეების ნამუშევრები სკოლის მიერ შერჩეულმა პირებმა გაასწორეს. ''ეტალონის'' ჯგუფი მათგან ყველაზე მაღალქულაინ მოსწავლეებს გამოავლენს. 

შესარჩევ ტურთან დაკავშირებით "Etaloni.ge’’ ქ.ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში ხონის გამგებლის წარმომადგენელს ოთარ ჯაფარიძეს გაესაუბრა: 

‘’ინტელექტ-შეჯიბრში სკოლები აქტიურად ჩაერთვნენ. მოსწავლეეების აქტივობა ნორმალური იყო, სკოლისთვის შესაფერი, ყოველგვარი დარღვევების გარეშე. პროექტი, მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით, შექმნის დღიდან ჩვენთან მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან კონკურსს. ძალიან დადებითი განწყობაა ამ პროექტის მიმართ.“ - აღნიშნა ოთარ ჯაფარიძემ. 

ხონის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ქობალია აღნიშნავს, რომ ინტელექტ-შეჯიბრის პირველი ტური ძალიან კარგად ჩატარდა და მოსწავლეებიც ძალიან აქტიურობდნენ:

„ხონში გამართულ ინტელექტ-შეჯიბრის პირველ ტურში, 18-მა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. სულ 322 მოსწავლე მონაწილეობდა. ძალიან კარგად ჩატარდა და მოსწავლეებიც ძალიან აქტიურობდნენ. კონკურსს აკვირდებოდნენ ჩვენი თანამშრომლები. ''ეტალონთან'' დიდი ხანია ვთანამშრომლობთ  და ეს შეჯიბრი ძალიან ზრდის მოსწავლეების მოტივაციას. ხელს უწყობს სწავლას, ცოდნის შეძენას, რაც მთავარია, მოსწავლეები ძალიან არიან  დაინტერესებულები.“ 

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".          

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის 36 კურსდამთავრებული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

წვირმის საჯარო სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებული თსუ-ს სტუდენტი გახდა

ჭუბერის სკოლიდან სტუდენტობისკენ - ხუთი კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება