| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ჩვენი სკოლა ეტალონია შემოქმედებითი, შემეცნებითი საგანმანათლებლო აქტივობების მიმართულებით“ - გვეუბნებიან წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევით ამაყობენ.
სკოლის წარმატების დასტურია აქტიური მასწავლებლები და მათი წარმატებული საქმიანობა.
სკოლის ინგლისური ენის პედაგოგებმა: ციცი ჭანტურიამ და ნინო კალანდიამ არაერთხელ წარმოაჩინეს სკოლის მიღწევები, ამჯერად, კი eTwinning-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
eTwinning-ის პროგრამისგან, წარმატებული თანამშრომლობისთვის, უკვე მეორედ, პერსონალურად მიიღო საპატიო ჯილდო პედაგოგმა ციცი ჭანტურიამ, ხოლო სკოლა წარმატებული თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა.
„ეს არის სივრცე, რომელიც მუდმივად მიძლიერებს და მინარჩუნებს მოტივაციას, აფასებს შრომას, მზრდის და მავითარებს პროფესიულად! “, - აღნიშნა პედაგოგმა და მადლობა გადაუხადა პროგრამის მენეჯერს - ხათუნა მატკავასა და მის გუნდს.
პედაგოგმა, ასევე მადლობით მიმართა მოსწავლეებს, ის აფასებს ბავშვების თავდაუზოგავ შრომასა და მოტივაციას.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ