| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს როგორც საკუთარი, ისე სხვების უფლებების პატივისცემას და თანასწორუფლებიანობის დაცვას ასწავლიან.
ახლახან სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული გაიმართა.
კვირეული ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და მასში აქტიურად იყვნენ ჩართული უკრაინული სექტორის საშუალო საფეხურის მოსწავლეებიც.
კვირეულის ფარგლებში სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ნინა მოროზმა ჩაატარა საჩვენებელი გაკვეთილი ქალთა მიმართ ძალადობისა და მათ უფლებების შესახებ.
მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები და წარმოადგინეს საინტერესო თემები ქალთა მიმართ ძალადობის და მისი აღმოფხვრის შესახებ.
სკოლამ მოიწვია არასამთავრობო ორგანიზაციის World Vision Georgia წარმომადგენლები, რომლებმაც მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩაატარეს საჯარო ლექცია.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეებში თანასწორუფლებიანობის პრინციპის განმტკიცება, კრიტიკული აზროვნების განვითარება, რომელიც შემდგომში ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების გაზრდას და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას.
„დიდი მადლობა ღონისძიებაში ჩართულ მოსწავლეებს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს