სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N20 სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობა დაგმეს
28-11-2023
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლაში გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს აძლევენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, მოსწავლეებს სწორ ღირებულებებს უნერგავენ და ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიან. 

ახლახან, სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული გაიმართა. 

კვირეული ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც 25 ნოემბერს აღინიშნება. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, გამოცხადებულ კვირეულს აქტიურად შეუერთდნენ, როგორც ქართული ასევე უკრაინული სექტორის მოსწავლეები. 

სამოქალაქო განათლების კლუბი „ბალავარი“ და სკოლის „თვითმმართველობა“ კვირის მანძილზე ახორციელებდა სხვადასხვა სახის აქტივობებს სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, კლუბის მეურვის - თამარ გორგილაძის ხელმძღვანელობით .

27 ნოემბერს აქტივობებს შემაჯამებელი სახე მიეცა.

ღონისძიებას ესწრებოდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გიორგი ჩარკვიანი.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ირმა აბუსერიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა წარადგინეს „სლაიდი“ და ვიდეორგოლი ქალთა მიმართ ძალადობისა და მისი აღმოფხრის შესახებ.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - თამარ გორგილაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა მოამზადეს საკონფერენციო თემები ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით და როლური თამაში, სადაც, როგორც სკოლაში გვიყვებიან წარმოდგენილი იყო არსებული რეალობა ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით.

ღონისძიების ბოლოს სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა მოსწავლეების აქტივობები და ისაუბრა სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შესახებ.

„კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეებში თანასწორუფლებიანობის პრინციპის განმტკიცება, კრიტიკული აზროვნების განვითარება, რომელიც შემდგომში ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ​სამოქალაქო ცნობიერების გაზრდას და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიებაში ჩართულ მოსწავლეებს მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება