სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი ბავშვთა უფლებების თემაზე ჩატარებულ რეგიონულ გაკვეთილს დაესწრო
28-11-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრებსა და ღონისძიებებს აქტიურად ესწრებიან.

ამჯერად, სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი რეგიონულ გაკვეთილს დაესწრო, რომელიც სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი 27 ნოემბერს, მარნეულის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლების 24 პედაგოგი ესწრებოდა.

გაკვეთილი ფორუმის მომზადებული ინტეგრირებული საგაკვეთილო გეგმის გამოყენებით განხორციელდა და მას სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თემო სუყაშვილი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ირმა ჯაჯანიძე უძღვებოდნენ.

გაკვეთილის თემას ბავშვთა უფლებები წარმოადგენდა და ინტეგირერებული იყო ილია ჭავჭავაძის მოთხრობასთან - „სარჩობელაზედ“.

მომზადების პროცესში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგებს კონსულტაციას სამოქალაქო განათლების ექსპერტი: სოფიო ბაჩილავა უწევდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა მიქელაძე დაინტერესებულია სკოლებს შორის ინტეგრაციით, მეთოდების და აქტივობების გაზიარებით, რაც მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე დადებითად აისახება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება