| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში, პირველკლასელების მონაწილეობით, საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებით ბავშვებმა „ოქროსფერი შემოდგომა“ გააცილეს. მათ საკლასო ოთახი საუცხოოდ და შთამბეჭდავად მოაწყვეს.
ზეიმზე ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მათ წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს ხოტბა შეასხეს და ლექსები მიუძღვნეს.
„სულ ცოტაც და ოქროსფერი ბუნება თეთრ საბანში გაეხვევა. წელიწადის დროებს შორის დალოცვილი დროა შემოდგომა, ხვავსა და ბარაქას, მადლსა და ლოცვას გამოუგზავნის მშრომელ, გამრჯე ადამიანს და სიმღერის ხასიათზეც მოიყვანს“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ