| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ქართული ანბანის „ჯადოსნურ სამყაროში შებიჯება“ შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს.
პირველკლასელებმა ზეიმზე „დედაენის“ ავტორს, დიდ საზოგადო მოღვაწეს, იაკობ გოგებაშვილს ხოტბა შეასხეს და დამსწრე საზოგადოებას საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი შესთავაზეს.
ბავშვები აქტივობებში დიდი ხალისით მონაწილეობდნენ, სადაც შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
პირველკლასელებს, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს, სკოლის დირექტორმა - არამ ვარდანიანმა და დამსწრე მასწავლებლებმა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტო:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“