სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნახშირღელის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
27-11-2023
-
+


„ჩვენ წარმატება გვაერთიანებს!“- ამბობენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა სასწავლო-შემეცნებით პროექტსა თუ ოლიმპიადაში აქტიურად მონაწილეობენ. 

ამჯერად, მოსწავლეები „კინგსის“ ოლიმპიადაში ჩაერთნენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, არაფორმალური განათლების პროექტებში მონაწილეობა შესაძლებლობაა თითოეული მოსწავლისათვის, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა გამოავლინოს და გაიღრმავოს, მათი მიზანი კი არის გაიზარდოს ზოგადი განათლების დონე სწავლის მიმართ მოტივაციის ამაღლებით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, არაფორმალური განათლების პროექტებში მონაწილეობით მოსწავლეებს უვითარდებათ საკუთარ თავზე მუშაობის უნარ-ჩვევები. სახალისო აქტივობებით სასწავლო პროცესი მიმზიდველი და საინტერესო ხდება.

ამჯერად, სკოლა დიდი სიამაყით გაცნობს ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონზე მონაწილე მოსწავლეებისა და მათ მიღწევებს, 

მეოთხე კლასი:

ბარბარე ნიკოლაძე, რომელმაც ქართული ენის ოლიმპიადაში მესამე ხარისხის დიპლომი მოიპოვა;  ნიკოლოზ გვეტაძე, მარიამ ბრეგაძე, ბარბარე ნიკოლაძე, დავით ხუჯაძე არიან 2023 წლის გაზაფხულის სეზონის მონაწილეები, რომლებმაც საგან მათემატიკაში დაიმსახურეს სერტიფიკატები. მათი დამრიგებელი კი ირინე არევაძე გახლავთ. 

მეხუთე კლასი:

გიორგი ლანჩავა, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში დაიმსახურა სერტიფიკატი; მიხეილ ბრეგაძე, რომელმაც მათემატიკაში მეორე ხარისხის დიპლომი მოიპოვა, ქართული ენაში კი - სერტიფიკატი მიენიჭა. მათი დამრიგებელი დარეჯან გორგაძე-მესხი გახლავთ. 

მეშვიდე კლასი: 

მარიამი ბრეგაძე, რომელმაც ქართული ენაში დაიმსახურა მესამე ხარისხის დიპლომი, მათემატიკაში კი - სერტიფიკატი. მისი დამრიგებელი დალი რობაქიძეა.

საამაყო მოსწავლეებს სკოლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„გილოცავთ წარმატებებს! წარმატებებს ვუსურვებთ ყველა ჩვენი სკოლის მოსწავლეს. კიდევ უფრო დიდი წარმატებებით გაგვახარეთ“, -  აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება