სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N20 სკოლის მე-8 და მე-10 კლასის მოსწავლეეები საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
27-11-2023
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო ღონისძიებაში ერთვებიან. 

ამჯერად, ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო სამკითხველო დარბაზში ჩატარდა დიალოგი მკითხველთან: „დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ და ჩვენ ახალგაზრდობა“.

ღონისძიებაში ბათუმის N20 საჯარო სკოლის მე-8 და მე-10 კლასის მოსწავლეეები, პედაგოგების - შორენა ნაკაშიძისა და ხათუნა დავითაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ „ჯინსების თაობა“ ორი კვირის განმავლობაში წაეკითხათ და თანატოლებსა და ბიბლიოთეკარებთან ერთად, რომანი ირგვლივ, მასში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენასა და ეპოქაზე ემსჯელათ. 

როგორც სკოლაში ამბობენ, დაისვა უამრავი შეკითხვა, რომლებიც წლების შემდეგ ისევ აქტუალურია: ვინ იყვნენ ეს ბიჭები და რამ გადააწყვეტინათ, ასეთი საბედისწერო ნაბიჯის გადადგმა?. საინტერესო დისკუსიას მთავარი ბიბლიოთეკარი ნანა ჩიკვაიძე უძღვებოდა, რომელმაც იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არ კარგავენ თაობები რომანისადმი ინტერესს, წიგნის გამოცემიდან დღემდე. მანვე აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება ერთგვარი შეხსენებაა, იმ ტრაგიკული წლებისა, რომლის გავლა ჩვენს უფროს თაობას მოუხდა და აუცილებელია, ახალგაზრდა თაობამ ეს იცოდეს. 

ღონისძიების მონაწილეებს საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა. ღონისძიება მთავარმა ბიბლიოთეკარმა ელეონორა ძიგუამ მოამზადა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება