სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტუალურ თამაშში
27-11-2023
-
+


ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა პროექტში ერთვებიან.

ამჯერად, ისინი ინტელექტუალურ შეჯიბრში „ტვინების ბრძოლაში“ მონაწილეობდნენ. კონკურსის პირველი ტური შიდასასკოლო, ხოლო მეორე - საქალაქო იყო. მოსწავლეებმა შესაძლებლობები ორივე ტურში წარმატებით გამოავლინეს.

მელეს საჯარო სკოლა შეჯიბრში, მე-6 - მე-8 კლასების კატეგორიაში, ორი გუნდით იყო წარდგენილი. გუნდ „ვარსკვლავების“ კაპიტანი - მარიამ ბაკურაძე, ხოლო გუნდ „ჩირაღდანის“ კაპიტანი ქრისტინე რატიანი იყო. 

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა.
 
„მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შესანიშნავად იასპარეზეს საქალაქო ტურშიც. სარაიონო გამარჯვებული გუნდი „ვარსკვლავები“ გახდა, ხოლო მეორე ადგილი „ჩირაღდანმა“ დაიკავა. სკოლა ულოცავს ბავშვებს მოგებას და უამრავ წარმატებებს უსურვებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლე სასტუმროს მეორე სართულიდან გადავარდა - სავარაუდოდ ბავშვები ექსკურსიაზე იყვნენ

379 957 ბავშვი, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება - ომბუდსმენის 2025 წლის ანგარიში

მინისტრის ბრძანებით განახლდა საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციები

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 6 ივლისს იწყება - ეტაპები და სხვა დეტალები ცნობილია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მასწავლებელმა თემის შესახებ საინტერესოდ ისაუბრა და აუდიტორიის დიდი ინტრესი და მოწონებაც დაიმსახურა

მოდებატეთა გუნდმა დებატების მასშტაბურ საზაფხულო ტურნირზე პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება