სიახლეები
სკოლები

ეშტიის N1 სკოლაში მწერალ ვიქტორ ჰოვსეფიანის დაბადებიდან 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
27-11-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო, შემოქმედებითი და შედეგზე ორიენტირებული აქტივობა თუ ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, სკოლაში სომეხი მწერლის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - ვიქტორ ჰოვსეფიანის დაბადებიდან 76-ე წლისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა. ის მშობლური ენისა და ქართული ენის მასწავლებლებმა დაგეგმეს.

მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მწერლისა ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს, შემდეგ მწერლის ლექსები სომხურად და ქართულად წარმოთქვეს. ასევე, მოსწავლეებმა მწერლის სასკოლო მოგონებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს, იმსჯელეს მოცემულ ნაწყვეტებზე და შეადარეს დღევანდელ სასკოლო ცხოვრებას.   

ღონისძიებაზე მწერლის ყოფილმა კოლეგებმა მასთან გატარებული დრო და მწერლის ისეთი ადამიანური თვისებები გაიხსენეს, რომლებითაც ის გამოირჩეოდა. ღონისძიებას მწერლის შვილი, პროფესორი სააკ ჰოვსეფიანი ესწრებოდა, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, მუშაობს და მოღვაწეობს.

როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიების ჩატარების ადგილიც სიმბოლურად შეირჩა. ის იმ საკლასო ოთახში გაიმართა, სადაც ვიქტორ ჰოვსეფიანის, წლების განმავლობაში, მშობლიური ენას, ლიტერატურასა და გერმანულ ენას ასწავლიდა. აღსანიშნავია, რომ საკლასო ოთახში მასწავლებლის შექმნილი უამრავი რესურსი ინახება, რომლებიც სასწავლო პროცესში გამოიყენება. წელს პოეტის ოჯახის წევრების ინიციატივით, საკლასო ოთახი გალამაზდა, შეიქმნა არაჩვეულებრივი გარამო, სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩატარდება.

სკოლაში დიდი სომეხი მოღვაწის ღვაწლს აფასებენ და მის ბიოგრაფიას გვიზიარებენ:

„ის იქნებოდა კარგი, რომ არ ვყოფილიყავით,

იმედი მაინც გვექნებოდა ყოფნის...ახლა კი

ვართ, მაგრამ არის ეს ოხერი შიშიც არყოფნის“, - ვიქტორ ჰოვსეფიანი.

სომეხი პოეტი ვიქტორ ჰოვსეფიანი დაიბადა 1947 წელს საქართველოში, ბოგდანოვკის (ნინოწმინდის) მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში. საშუალო განათლება სოფლის საშუალო სკოლაში მიიღო, რის შემდეგ სწავლა განაგრძო ვანაძორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. თვითონ შეისწავლა გერმანული. 1965-1996 წლებში მუშაობდა მშობლიური სოფლის N1 საშუალო სკოლაში, როგორც სომხური ენის, ლიტერატურისა და გერმანული ენის მასწავლებელი. 1992 წელს არჩეული იქნა სოფლის რწმუნებულად. ეს თანამდებობა აირჩია იმიტომ, რომ ქვეყნის ყველაზე ძნელ და ბნელ დროს, დახმარებოდა თავის ხალხს. მისი პოეტური ცხოვრება ბავშვობიდან, ადრეულ წლებში დაიწყო. ის მიჰყვებოდა გრიგორ ნარეკაცსა და ჰოვჰანნეს შერაზამდე. შემდგომში, თანდათანობით, ძალიან შეუყვარდა ბერგსონი, ფროიდი, ნიცშე, ჰუსეოლნ, იასპერს, სარტრ, ფრომი, კამიუ, სვასიან, კიერკეგორ. „მე ყოველთვის მათთან ვარ, ბობოქრობს ჩემი დღე ნათელი, ნათლდება ჩემი დღე ბობოქარი“,- წერს მწერალი. პოეტის პირველი ლექსი „თოვლის დნობა“ დაიბეჭდა 1965 წელს გაზეთ „საბჭოთა საქართველოში“. 1981 წლიდან იყო საბჭოთა, ხოლო 1991 წლიიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. დაჯილდოებულია საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ. 
1985 წელს გაზეთმა „პიონერმა“ დააჯილდოვა. ავტორია ცამეტი პროზისა და ლექსების კრებულების.

ვიქტორ ჰოვსეფიანის ნაწარმოებიდან ცალკეული ნაწილები ქართულად, რუსულად, გერმანულად და უზბეკურადაა თარგმნილი. თავად პოეტს ნათარგმნი აქვს ქართულიდან ტერენტი გრანელი, რუსულიდან - ინაკენტი ანენსკი; გერმანულიდან - რაინერ მარია და სხვათა ნაწარმოებები. დიდია და მრავალფეროვანია ვიქტორ ჰოვსეფიანის დაუბეჭდავი ნაწარმოებები, რომლებიც ქმნის ათ ტომს. გარდა პროზისა და ლექსებისა, არის კიდევ ნაწარმოები - „ბავშვების შესახებ და ბავშვებისთვის“ ცალკე გვერდები, საინტერესო  კვლევები სომხური პოეზიისთვის (გრიგორ ნარეკაცი, მისაქ მეწარენც), სომხური ხალხური ეპოსი, ჯავახეთის სომხური ზეპირმეტყველება. პოეტის შეოქმედებითი მემკვიდრეობის ერთ-ერთი ნაწილია ფერწერა.
ვიქტორ ჰოვსეფიანი გარდაიცვალა 1996 წელს. დაკრძალულია მშობლიური სოფლის ჰოვსეფიანების სამლოცველოს ეზოში.  პოეტის გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების დაბეჭდვის მოსამზადებელ სამუშაოს პოეტის ოჯახის წევრები ასრულებენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

განათლების სამინისტრო თავად გადაწყვტს რა ტიპის შეზღუდვებს დააწესებს

უზღუდავენ თუ არა პედაგოგებს მობილურის გამოყენებას? - მინისტრის მოადგილის განმარტება

„შეუძლია შემოხაზოს - 1 ქალაქი, 1 ფაკულტეტის პრინციპით, ანუ გასაგებია, რომ ის პროგრამა რაც არ იქნება, ფიზიკურად ვერ შემოხაზავს“

რეფორმა საბავშვო ბაღებსაც შეეხება - „სამინისტრო მუშაობს...“

მოსწავლეებისთვის მობილურებთან ერთად საათებიც აიკრძალება - შეზღუდვა კერძო სკოლებზეც გავრცელდება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა წმინდა ნონოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს

შეხვედრის ფარგლებში ავტორი მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე

ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე 2 თებერვალს აღინიშნება

 

ბაშვებმა საკითხის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირეს და ბულინგი კომიქსების, ნახატების და პლაკატების საშუალებით დაგმეს

სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვისაც ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების გამართვაში მიუძღვის წვლილი

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება