| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან და მათ საგნობრივი დისციპლინებთან ერთად, კაცთმოყვარეობას, შემწყნარებლობას როგორც საკუთარი ისე სხვისი უფლებების პატივისცემას ასწავლიან.
რა თქმა უნდა, სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაციები საგულდაგულოდ წარმოადგინეს I კლასის მოსწავლეებმა. მოსწავლეებმა ტოლერანტობის მნიშვნელობა გაიაზრეს და საკუთარი შექმნილი პლაკატებით სხვებსაც შემწყნარებლობისკენ მოუწოდეს.
მოსწავლეებს მასწავლებლებმა აუხსნეს, რომ ტოლერანტობა მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება.
როგორ სკოლაში აღნიშნავენ მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდობის ცნობიერების ასამაღლებლად მეტად მნიშვნელოვანია.
„ამ ინიციატივის გავლენა ღრმაა, რადგან ის არა მხოლოდ ხელს უწყობს გარემოს კეთილდღეობას, არამედ აყალიბებს თანამგრძნობ და ტოლერანტ ახალგაზრდობას.
დღევანდელი აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს შორის არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ სცილდება განათლება სახელმძღვანელოებს, ხელს უწყობს ღირებულებებს, რომლებიც აუცილებელია მდგრადი და ჰარმონიული მომავლისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ