სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დიდება, შენდა დიდება, მასწავლებელო ქართველო!“ - ნაბახტევის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ღვაწლი ღონისძიებით აღნიშნეს
27-11-2023
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში მასწავლებლების შრომასა და ღვაწლს მეტად აფასებენ. 

სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ მე-2 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს, რომლის დევიზიც იყო  - „დიდება, შენდა დიდება, მასწავლებელო ქართველო!“

მოსწავლეებმა ლექსები და სიტყვა მხატვრულად წაიკითხეს, შეასრულეს სიმღერები, იცეკვეს. II კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ლელა მჭედლიძის ხელმძღვანელობით, კომპოზიცია - „ბებია და შვილიშვილი” წარადგინეს, რომელშიც ახლანდელ სწავლებაზე ბებიის შეხედულებები იყო ნაჩვენები. ბებიის როლი ნინიკო მჭედლიძემ, ხოლო შვილიშვილის ნინი მჭედლიძემ შეასრულეს. 

VII კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, მაია რიჟამაძის ხელმძღვანელობით, დადგეს ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან - „მზიანი დღე“. წამყვანი ნიკოლოზ მაისურაძე გახლდათ, გლეხის როლს დათო მულაძე, ხოლო შვილის როლს ალექსანდრე გონგლაძე ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ VII კლასის მოსწავლე გოგონებმა ცეკვა „ქართული“ შეასრულეს.


„ეს ღონისძიება დაემთხვა ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილი დირექტორის, ბატონი თამაზ ნოზაძის გაცილებასა და ახალი დირექტორის ქალბატონი ელზა მაისურაძის დანიშვნას.
ღონისძიების დასასრულს ბატონ თამაზ ნოზაძეს გადაეცა ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ბატონ ზვიად გოგუაძის მადლობის წერილი, რომელშიც ვკითხულობთ: „რესურსცენტრის სახელით, გვინდა გამოგიხატოთ აღიარება და მადლიერების თბილი სიტყვები იმის გამო, რომ ჩვენი თანამშრომლობის პირველი დღიდან გულწრფელად მუშაობთ ჩვენი სისტემის სასიკეთოდ. მადლობას გიხდით, როგორც საგანმანათლებლო ლიდერს, რომელმაც შესძლო თავისი დიდი წვლილი შეეტანა მოსწავლეთა ინტერესების მხარდასაჭერად”.
სკოლის სახელით გადავეცით „მადლობის სიგელი”, სადაც აღვნიშნეთ, რომ ვიქნებით ღირსეული გამგრძელებლები მისი ნაკეთები საქმისა. ნაბახტევის საჯარო სკოლის ისტორიას კი ბრწყინვალე ზოლად გაჰყვება მისი სახელი. X კლასის წარჩინებულ მოსწავლეს, გიორგი მაისურაძეს, კომპიუტერის მიღებასთან დაკავშირებით გადავეცით სიგელი,- „ვამაყობთ, რომ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლე გქვია“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:






 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება