სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წინარეხის საჯარო სკოლაში სამხედრო მოსამსახურეებმა საგანმანათლებლო პრეზენტაცია ჩაატარეს
27-11-2023
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

22 ნოემბერს, წინარეხის საჯარო სკოლას გიორგი ანწუხელიძის სახელობის ბატალიონის სერჟანტები - ტრისტან მახარაძე და ჯონდო ხარაზიშვილი სტუმრობდნენ. მათ მერვე კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია - „საქართველოს დაცვა ყველა მოქალაქის ვალია“.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამოქალაქოს პედაგოგი - ია ირემაშვილი, სკოლის  უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი- სერგო ლაცაბიძე და სკოლის დირექტორი ვასილ ქეშელაშვილი. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციის  მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქის ჩართულობა ქვეყნის დაცვის საქმეში, ასევე ბავშვებმა ნათლად დაინახეს თავდაცვის სამინისტროს როლი მოქალაქისა და ქვეყნის უსაფრთხოებაში.

სერჟანტებმა ისაუბრეს სამხედრო შეიარაღების როლზე, მათ უპირატესობებზე, აღნიშნეს რომ დღეს საქართველოში ქართული სამხედრო ტექნიკა იწარმოება. კერძოდ, ქართული ვერტმფრენები და ჯავშანტრასპორტიორი „დიდგორი“. სტუმრებმა გაიხსენეს 9 აპრილი და 2008 წლის 8 აგვისტოს ომი.

პრეზენტაციის ბოლოს კი მოსწავლეები დასაჩუქრდნენ - საქართველოს დროში გამოსახულებიანი სამკლაურით, ასევე საქართველოს დროშის გამოსახულებიანი სამაჯურით, კალმისტარითა და ჩანთით.

პრეზენტაციის ბოლოს კი ბავშვებმა საპატიო სტუმრებთან ერთობლივი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება