სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებლებიც ბავშვობაში დავბრუნდით...“ - შთამბეჭდავი ღონისძიება კარწახის საჯარო სკოლაში
27-11-2023
-
+


სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში, შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება მოეწყო. 

მართალია, კარწახში ამ დროს მხოლოდ კალენდარზეა შემორჩენილი შემოდგომა და გარეთ უკვე თოვლითაა დაფარული გარემო, მაგრამ პატარებმა, მაინც გადაწყვიტეს თბილად და ლამაზად გაეცილებინათ წელიწადის ოქროსფერი სეზონი. 

სკოლის 1-ელი, მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა და მათმა დამრიგებლებმა: აზნივ მათოსიანმა, მარფუდა მინასიანმა, ნარინე ნაზარეთიანმა და სირანუშ ბაბელიანმა, საოცარი საღამო აჩუქეს სასკოლო საზოგადოებას.

შემოდგომისთვის შესაფერისი უმდიდრესი ნობათით მორთული დარბაზი, მხატვრულად წაკითხული ლექსები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები - ასეთი იყო საშემოდგომო ჟრიამული სკოლაში. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაში დამსწრეებიც ჩართეს, მათ სახალისო გამოცანებს სთავაზობდნენ და საინტერესო პასუხებსაც იღებდნენ. 

„ბოლო დღეებს ითვლის შემოდგომა, წელიწადის ამ ულამაზეს დროს ვაცილებთ და გვენანება, დავემშვიდობოთ ერთმანეთში არეულ საოცარ ფერებს და ზამთრისა და ბებოს ტკბილი ზღაპრის მოლოდინში დავიწყოთ დროის ათვლა. დაუვიწყარი დღე, თბილი დარბაზი და სუსხი გარეთ, კონტრასტს ქმნიდა, კონტრასტს, სადაც ბუნების უდიდესი ძალა და სილამაზეა...

​ყველა ვცდილობდით ჩავრთულიყავით ამ საინტერესო პროცესში და, ჩვენც, მასწავლებლებიც, ბავშვობაში დავბრუნდით...“, - გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება