| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი მან-სან-კანის მუნიციპალურ შემპიონატში დიდი მონდომებითა და ამაღლებული განწყობით ჩაერთო.
შეჯიბრი მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ჩატარდა.
პირველ ტურში, ბეკამის საჯარო სკოლის გუნდმა - „პანიკამ“, მაღალი ქულები დაიმსახურა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
მეორე ტურში კი, მოსწავლეებმა, მოწვეულ მსახიობთან - ინგა მეტრეველთან ერთად, შთამბეჭდავი იუმორისტული სანახაობა მოაწყვეს და ღირსეული მე-4 ადგილიც დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ გუნდი მოამზადა პედაგოგმა - თამარ ქუშაშვილმა, რომელსაც დაეხმარა ისტ-ის პედაგოგი ნატო სომხიშვილი.
სკოლაში, მადლობას უხდიან პედაგოგებს გუნდის ასე კარგად მომზადებისათვის, მოსწავლეებს კი ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ